თბილისი

ნანა მამუკაშვილი, 47 წლის, თბილისი

„კათოლიკების ოჯახში გავიზარდე. აბასთუმანში ვცხოვრობდი.  3 ძმა და 2 და ვართ ოჯახში. ბებია სულ გვასწავლიდა, რომ ქალსა და კაცს შორის განსხვავება არ არის და ყველა ადამიანი უნდა იყოს თავის თავის პატრონი. მორწმუნე იყო, ჩვენც რწმენით გვზრდიდა, მაგრამ პირველ რიგში საკუთარ ძალებში უნდა გვერწმუნა. ბავშობიდან ვიცოდი,

დარეჯან მღებრიშვილი, თბილისი

გეოლოგობა „ყოველთვის ძალიან მიყვარდა ბუნება,  მთაში სულ დავდიოდი. დიდი მადლობა ჩემს მშობლებს, რომ არასოდეს უთქვამთ მაშინ, ქალო, სად მიდიხარ, სახლში დაეტიეო. ყოველთის მინდოდა ეს სპეციალობა და ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი პროფესიით.  საინჟინრო და ჰიდრო გეოლოგიას ვსწავლობდი, თუმცა საინჟინრო გეოლოგია უფრო საჭირო გამოდგა და ამ კუთხით მომიწია

ნუცა ცქიმანაური, 33 წლის, თბილისი

"2012 წლიდან გიდი ვარ. პრონციპში, შემთხვევით დავიწყე ეს ამბავი და საბოლოოდ იქამდე მივედი, რომ ჩემი პირვანდელი პროფესია - დრამის მსახიობობა - გავცვალე დიდ ტურიზმზე და ახლა ერთი მსახიობის თეატრი ავტობუსში მაქვს. ჯავახეთში მოვხვდი სრულიად შემთხვევით ექსპედიციაში, სადაც ორი კვირის ნაცვლად, თითქმის, ერთი თვე დავრჩი. მერე გაზაფხულზე

ნინო ჭინჭარაული, 30 წლის, თბილისი

ყოველთვის, როცა მსგავს ისტორიებს ვკითხულბდი, როგორიც ახლა უნდა მოგიყვეთ, ვფიქრობდი - „სიჩუმე კლავს!“. პირველ რიგში თავად ძალადობის მსხვერპლ ქალებს ვადანაშაულებდი, რომლებიც ხმას არ იღებდნენ და თავისი სიჩუმით მოძალადეებს უფრო ამრავლებდნენ. მაგრამ, როცა მე თვითონ შემემთხვა ამბავი, რომლის მიზეზითაც უკვე 6 თვეა კოშმარების გარეშე ვერ ვიძინებ,

ნათია ლეკვეიშვილი, 29 წლის

მინდა ჩემი ამბავი მოგიყვეთ. არქიტექტორ-დიზაინერობამდე მისაღწევად, ჩემი აზრით, გრძელი და საინტერესო გზა გამოვიარე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი მშობლები არქიტექტორები არიან, ჩემი ბავშვობა ეზოში თამაშის მაგივრად, მშობლების სტუდიაში გავიდა, სადაც ხშირად მიწევდა შეხება ამ სფეროსთან. ჩემს მშობლებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რათა ბნელ 90-იანებში მიმეღო კარგი განათლება,

ნია ვაშაკიძე, 37 წლის, თბილისი

„ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 21 წლის ასაკში ოჯახის შექმნა გადავწყვიტე და მეორედ გავთხოვდი. ძალიან ბევრი ადამიანი, როგორც აღმოჩნდა ჩემი კეთილისმოსურნეები, ჩემ გარშემო მეუბნებოდა, რომ არ იყო ეს ადამიანი ის, ვინც მე მეგონა, მაგრამ როცა გიყვარს, მსგავს რჩევებს არ ითვალისწინებ. ის ხალხი, რატომღაც, ჩემი მტერი მეგონა.

ვერა ლამბრიანოვა, 96 წლის, თბილისი

„როცა მეკითხებიან, ვინ ვარ მე, ვპასუხობ - მე ვარ მფრინავი. პატარა რომ ვიყავი, გორში ვცხოვრობდით. მახსოვს, როცა გუგუნს გავიგებდი, გავვარდებოდი გარეთ და ცაში ვეძებდი თვითმფრინავს. უნდა გენახათ, რას ვგრძნობდი, როცა დავინახავდი. სულ ვფიქრობდი, ნეტა მეც თუ შევძლებდი ფრენას? საქვეყნოდ ვერავის ვეუბნებოდი, მრცხვენოდა, ვაითუ ვერ შემესრულებინა ეს

კრისტინა დუდი ავსარქისოვა, 25 წლის, თბილისი

დასაწყისი „ყველაფრი იმით დაიწყო, რომ 6 წლის ვიყავი და მეუბნებოდნენ, რომ არც სმენა მქონდა და არც ხმა. ეს საშინლად მაბრაზებდა. მაგრამ ერთი თვისება მაქვს, რომ ძალიან ჯიუტი ვარ. მუსიკა სულ მომწონდა, ამიტომ ძალიან მწყინდა, როდესაც მასწავლებელი მეუბნებოდა, არ შეგიძლია და შეეშვიო. ერთი პატარა მონაკვეთი მქონდა სამღერი,

თინა ჩერტოვა, 33 წლის, თბილისი

„ბავშვობიდან ვხატავ. სარეკლამო დიზაინის სფეროში ვმუშაობ და ასევე, სხვადასხვა სოციალურ პროექტებს ვაკეთებ. რადგან ცხოელები ძალიან მიყვარს, თავშესაფარს ვეხმარები, როგორც მხატვარი და როგორც მოხალისე. ვმონაწილეობ აუქციონებში, ვყიდი თოჯინებს და ნახატებს და შემდეგ ამ თანხას ცხოველების თავშესაფარს ან სხვა სოციალურ საჭიროებებს, ბავშვებს ან გაჭირვებულებს ვახმარ. ასევე, ვაკეთებ