ანამარია ბრაგვაძე, 23 წლის, თბილისი
„სტუდენტი ვარ. ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულებაზე და ვარ დამამთავრებელ კურსზე. სწავლის პარალელურად ვმუშაობ ბარმენად. ჯერ სულ სამი თვეა, რაც ბარმენობა დავიწყე და ორ სამსახურში ვმუშაობ, მაგრამ მანამდე ბევრგან მიმუშავია სტუდენტობის პერიოდში. ძირითადად, მომსახურების სფეროსა და არაფორმალურ სექტორში მიწევდა