თბილისი

სტელა ანდრიუკი, 35 წლის, თბილისი

„2013 წელს, ბელიაშვილის ქუჩაზე ავარიაში მოვყევი. მე გონება დავკარგე და მანქანასაც ცეცხლი გაუჩნდა. ახლომდებარე რესტორნის თანამშრომელმა ჯერ მძღოლი გადმოიყვანა და მერე მე. პირველი მე მოვედი გონზე, თავბრუ მეხვეოდა, სახსრის მოტეხილობა მქონდა, მაგრამ ტკივილს საერთოდ ვერ ვგრძნობდი, ისეთი შოკი მქონდა. იმას ვფიქრობდი, მთავარია ცოცხალი ვარ-თქო, ღმერთს

TAm Oonz (თამუნა წახნაკია), 30 წლის, თბილისი

„პროფესიით გრაფიკოს-დიზაინერი ვარ. ჩემი პროფესიით ერთი წელი ვიმუშვე და მივხვდი, რომ ეს სფერო ნაკლებად მაინტერესებს, სხვა მიმდინარეობები მიზიდავდა ყოველთვის, ის რაც ხელოვნებასთან უფრო ახლოს არის - ანიმაცია, ილუსტრაცია, გრაფიკა, კომიქსების ხატვა და ა.შ. სივრცე მიყვარს ბავშვობიდან. დიდ სივრცეში თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ, თავისუფლებასთან ასოცირდება ჩემთვის ,

რუსუდან გოცირიძე, 42 წლის, თბილისი

„მორჩილება და მდუმარება - „კარგი ქალის“ სახე-ხატება?!“ ბაპტისტური ღვთისმსახურის ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. მეოთხე თაობის მორწმუნე ვარ ჩვენს ოჯახში. ერთის მხრივ ჩემი რელიგიური ოჯახი და ხუცესი პაპის ავტორიტეტი ახდენდა ჩემს ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას, მეორეს მხრივ გარემო. გავიზარდე თბილისის გარეუბანში, სადაც ძალიან შეკრული თემივით ვცხოვრობდით

ნინო ბაციაშვილი, 30 წლის, ბათუმი/თბილისი

„ჭადრაკის თამაში მამამ მასწავლა. ოთხი და-ძმა ვართ. 5 წლის ასაკში ყველას ვუგებდი სახლში, რის შემდეგაც საჭადრაკო კლუბში მიმიყვანეს. 2004 წელს კი, შესაბამისი ქულებისა და რეიტინგის შემდეგ, ქალთა შორის საერთაშორისო ოსტატი გავხდი. 2008 წელს - საერთაშორისო დიდოსტატი. ამ დროს 21 წლის ვიყავი, რაც ჭადრაკისთვის მაინცდამაინც პატარა ასაკი

ნინო ზოზიაშვილი, 17 წლის, თბილისი/ცხინვალი

„მამას ბიჭი შვილი არ ჰყავს და ალბათ, ამიტომ 6 წლის ასაკში მე დამსვა პირველად კარტინგზე. ზუსტად იმ მომენტიდან ვარ შეყვარებული ამ სპორტზე. მამაც ამბობს, რომ მაშინვე შეამჩნია ჩემში პოტენციალი. მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ ავტოსპორტში, დაბადებიდან ვარ ჩართული, რადგან მამა 35 წელია ამ სპორტით არის გატაცებული

ნუკრი (მაიკო) ტაბიძე, ასაკი 27, თბილისი

ბავშვობის ჰორორ სთორი „ზუსტად ვიცი, როცა ამას ქალი მკითხველი წაიკითხავს, ბევრს საკუთარი ისტორიაც გაახსენდება, რადგან იმ კულტურაში სადაც ვართ, ეს ამბები არა ერთერული შემთხვევა, არამედ გავრცელებული და წახალისებული პრაქტიკაა. სექსუალურ შევიწროებაზე მინდა ვისაუბრო. პირველად 11 წლის ვიყავი, ეს რომ შემემთხვა. თბილისში, მოქმედი პოლიკლინიკის ზედა სართულზე ვცხოვრობდით დევნილები.

თამთა აბუსელიძე, 27 წლის, ბათუმი/თბილისი

„„ქალის მოტაცება“ - ასე ვიცოდი 9 წლის წინ. მერე ჩავანაცვლე სიტყვებით „თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა“ ჯერ საკუთარ მაგალითზე, მერე უკვე უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე. იქამდე არ მისწავლია, სოფელში სანამ ვცხოვრობდი მოტაცების ამბები უამრავჯერ მსმენია, ცხადია არასოდეს ჩამითვლია, რომ კარგი საქციელი იყო, მაგრამ ისიც არ ვიცოდი, რომ კანონდარღვევა და

მარიამ კვაშილავა, 20 წლის, პარიზი

განათლება და დამოუკიდებლობა ------------------------------------------------------- პირველად14 წლის ასაკში აღმოვჩნდი ამერიკაში ზაფხულის გასატარებლად მამაჩემის მეგობრის მიწვევით. იმდენად მომეწონა, რომ გადავწყვიტე იქაურ სკოლაში სწავლა მეცადა. მშობლებმაც მხარი დამიჭირეს, რადგან მათ საკუთარი გამოცდილებით ესმით დამოუკიდებლად სწავლის მნიშვნელობა და ერთი წელი ვცხოვრობდი მშობლების გარეშე ჯერ ნიუ იორკში, შემდეგ მინესოტაში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სწავლა

ანასტასია იოსებაძე, 17 წლის, თბილისი სოფი ბრეგაძე, 16 წლის, თბილისი ელენე ბახტაძე, 17 წლის, თბილისი

ანასტასია: „ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში ვწავლობ. რამდენიმე ხნის წინ შემატყობინეს, რომ ამერიკულ აკადემიას ქონდა ინიციატივა, რობოტიკით დაინტერესებული მოსწავლეები შეეკრიბა სხვადასხვა სკოლიდან და ამ გუნდს საქართველოს სახელით უნდა ეასპარეზა პირველ გლობალურ რობოტების ოლიმპიადაში, რომელიც ვაშინგტონში ჩატარდა. ასე გავიცანით ერთმანეთი