თბილისი

ანამარია ბრაგვაძე, 23 წლის, თბილისი

„სტუდენტი ვარ. ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულებაზე და ვარ დამამთავრებელ კურსზე. სწავლის პარალელურად ვმუშაობ ბარმენად. ჯერ სულ სამი თვეა, რაც ბარმენობა დავიწყე და ორ სამსახურში ვმუშაობ, მაგრამ მანამდე ბევრგან მიმუშავია სტუდენტობის პერიოდში. ძირითადად, მომსახურების სფეროსა და არაფორმალურ სექტორში მიწევდა

გვანცა აფხაიძე, 25 წლის, თბილისი

„20 წლის ვიყავი, როცა, სრულიად შემთხვევით, მივედი ექიმთან, რადგან მეგონა, რომ მქონდა ფარისებრი ჯირკვალი და აღმოჩნდა ლიმფომა ბოლო სტადიაში

ნინო კიკნაძე, 37 წლის, თბილისი

„2006 წლიდან ჩემი პროფესიული სამუშაო ჯანდაცვის სისტემაში ადამიანის უფლების დაცვას უკავშირდება. ჩემი პირადი გამოცდილებით და პროფესიული ინტერესით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების, განსაკუთრებით კი ბავშების მიმართულებით გარკვეული ცოდნა დავაგროვე, რომელიც საბოლოო ჯამში საქართველოში ამ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების და მათი მხარდაჭერის კუთხით მინდა გამოვიყენო. ბავშვები ყოველთვის ძალიან მიყვარდა,

მადონა (მარგარიტა) ნაროუშვილი, 60 წლის, თბილისი

„ვმუშაობდი სენაკის ხალიჩების კომბინატში, მქსოველად. საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო. სულ კაცები მუშაობდნენ და მე - ერთი ქალი ვმუშაობდი უზარმაზარ დაზგაზე. ეს იყო ქარხნული ხალიჩების წარმოება და ვქსოვდი ამ დიდ ხალიჩებს. მსიამოვნებდა იმ ფაბრიკაში მუშაობა, ქალურ საქმეებს ვერ ვერგებოდი. ხელფასიც კარგი მქონდა, გამომუშავებაც და სახელიც და

ქეთი ოქიტაშვილი, 47 წლის, თბილისი

„33 წლის ვიყავი ნიკუზე რომ დავფეხმძიმდი. პრობლემური ორსულობა მქონდა. ორსულობის 32-ე კვირაზე, ჩემმა მეანმა კატეგორიულად მოითხოვა ორსულობის შეწყვეტა, რადგან ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ ბავშვი ჯანმრთელი არ იქნებოდა. ქმრის ოჯახმაც მითხრა, თუ ბავშვს არ მოვიშორებდი, ჩემს ჯანმრთელობას შეექმნებოდა საფრთხე - ამის გაგონება არც კი მინდოდა, რადგან

მერი ლეჟავა, 98 წლის, თბილისი

„24 წლის ვიყავი მეორე მსოფლიო ომის დროს კომისარიატიდან გაწვევა რომ მომივიდა და ჩვენი პოლკი უკრაინაში წაიყვანეს, თუმცა მანდ სულ 2-3 დღე მოგვიწია გაჩერება. პროფესიით ექიმ-სტომატოლოგი ვიყავი, რეგისტრაციაში გაგვატარეს და მერე გვითხრეს, რომ ისევ საქართველოში ვბრუნდებოდით. გამიხარდა ძალიან, რა თქმა უნდა, ამას რა სჯობდა. დაბრუნების შემდეგ

ნათია ნინიკელაშვილი, 35 წლის, თელავი/თბილისი

„სულ მქონდა იმის განცდა, რომ „არავისშვილი“ ვიყავი. თელავში დავიბადე 1981 წელს. დავიბადე უმამოდ. იმ პერიოდში, მე როცა გავჩნდი, მამას სხვა ოჯახი ყავდა და დედა ჩემი მუცლად ყოფნის პერიოდში მიატოვა. წარმოგიდგენიათ, დედამ ეს ნაბიჯი რა პერიოდში გადადგა, რომ ქორწინების გარეშე ბავშვი გააჩინა. რამხელა სითამამე იყო ეს

ნინო ხაჟომია, 40 წლის, თბილისი

„ჩემი ბიოლოგიური მონაცემებით წესით უშვილო უნდა ვყოფილიყავი. რომ არა განვითარებული მედიცინა, შვილი არასდროს მეყოლებოდა. საბა, რომელიც 13 წლისაა ახლა, არის ჩემი და ჩემი ქმრის გენეტიკური შვილი, რომელიც „ინ ვიტრო“ განაყოფიერებით არის გაჩენილი. სულ იმას ვამბობდი, რომ საბა თუ გაჩნდებოდა, ეს იქნებოდა სასწაული. ყველამ ვიცით, რომ

ნენე დალაქიშვილი, 40 წლის, თბილისი

„22 წლის გავთხოვდი და 7 წელი ვიცხოვრე ჩემგან სრულიად განსხვავებულ ადამიანთან ერთად. ჩემს უფროს შვილს, მარიამს აქვს ჰიდროცეფალიის დიაგნოზი და ეს იყო სამშობიარო ტრავმა. სამშობიაროდან სახლში გამომატანეს როგორც ჯანმრთელი, არავის უთქვამს, რომ ბავშვს რაღაც აწუხებდა. მახსენდება მშობიარობის დროს როგორ მედგა პედიატრი თავზე და მკაცრად მეუბნებოდა: