ნინო ანდრიაძე, 38 წლის, თბილისი
„ქალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერი კარიერულ წინსვლაში მისი ორსულობის პერიოდია და ამ მდგომარეობისადმი ნულოვანი ტოლერანტობა სამსახურში. შესაძლო დეკრეტული შვებულებით გამოწვეული არაპროდუქტიულობა დამსაქმებლისთვის ალბათ ის იარლიყია, რომელსაც ყველა ქალს მიაკერებს და მის სარგებლიანობას ეჭვქვეშ აყენებს. ამ დროს დაცულობის განცდა ქალისთვის თითქმის ნულოვანია. ცხადია, პირში არავინ გეუბნება, მაგრამ