ანა სუბელიანი, 31 წლის, თბილისი
„ბევრჯერ მიფიქრია, რომ მთელი ჩემი პიროვნება და ცხოვრებისეული გზა ჩემივე ბავშვობის ტრავმებმა განაპირობა. ნიჭიერი, გახსნილი და ინტერესიანი ბავშვი ვიყავი, შემეძლო, მთელი სამყარო შემესრუტა და მეც დიდი და ნათელი ენერგია გამეცა საპასუხოდ. სცენაზე პროფესიონალ მსახიობებთან ერთად ვიდექი, ვმღეროდი, ვცეკვავდი, გამორჩეულად კარგი მოსწავლე, ლაღი და ბედნიერი ბავშვი