თბილისი

ნინი ნარიმანიძე, 29 წლის, თბილისი

„ჩემი ოჯახი რომ არა, არ ვიცი, სად ვიქნებოდი, ვინ ვიქნებოდი, სახელიც კი არ ვიცი, რა მერქმეოდა. ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში, რომ მათთან მოვხვდი. დიდ ოჯახში გავიზარდე. ბებიას პედაგოგიური ჰქონდა დამთავრებული, ბაბუა სამხედრო იყო, ომის ვეტერანი. სამი ქალიშვილი გაზარდეს და საკმაოდ კარგი განათლება მისცეს, დედაჩემი იურისტია, ერთი დეიდა

ასმათ პეტრიაშვილი, 92 წლის, თბილისი

პანდემია "ჩემი ცხოვრების პერიოდში, ჩემს მეხსიერებაში რაც შედის, ასეთი ამბავი არა ყოფილა. ძალიან შეშინებული ვიყავით, მაგრამ ვფრთხილობდით, რასაც გვეუბნებოდნენ და გვასწავლიდნენ, ყველაფერს ვასრულებდით: არ გავდიოდით, არ დავდიოდით, ადრე მოვიმარაგეთ იმდენი მაკარონი და ბრინჯი, იმდენი მოვაგროვეთ, ალბათ, მერმისამდე გვეყოფა. ძველებისგან კი გადმოცემული მაქვს, შავი ჭირით რომ დაიხოცნენ

თამუნა გახოკიძე, თბილისი, 37 წლის

„მე ვარ ერთადერთი ქალი საქართველოში, რომელიც ღიად აივ-ინფიცირებული ვარ. 12 წელია ამ დიაგნოზთან ერთად ვცხოვრობ. მყავს სამი სრულიად ჯანმრთელი შვილი და ახლა მეოთხე ბავშვს ველოდები. ჩემი ოცნება იყო ყოველთვის, მყოლოდა ბევრი შვილი და ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება ავიხდინე. 2008 წლის დეკემბერში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დაკავებიდან მეოთხე

ანა კოვალენკო, 35 წლის, თბილისი

„პირველი თაობის ტრანსად ვითვლები. წარმოიდგინეთ, ეძიკას დროს უკვე მქონდა ჩემი იდენტობა. 90-იანების საქართველოში, მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, „ძველი ბიჭობის“ პერიოდს გადავურჩი ცოცხალი და აქამდე მოვედი. არ ვიცი, ეს ალბათ ჩემი პიროვნების დამსახურებაც იყო, არ ვიყავი რთულად საურთიერთო ადამიანი, და ალბათ იმისიც, რომ მაშინ ჯერ

ელენე ჯაფარიძე, 35 წლის, ფსიქოლოგი/ფსიქოთერაპევტი

ძალიან ბევრს ვფიქრობ იმაზე, როგორი იყო ჩემი ცხოვრება ამ ამბებამდე. ვიღაცები ამბობენ, რომ დაისვენეს, რაღაც ახალი აღმოაჩინეს, ვიღაცისთვის რუტინა საერთოდ არ შეცვლილა და განსაკუთრებით ამ ხალხის მშურს, რადგან ჩემი ცხოვრება ამ პანდემიასთან ერთად, ფაქტობრივად, 180 გრადუსით ამოტრიალდა. მყავს სამი შვილი და პირველად დავაფასე სკოლისა და

თამუნა ტაბატაძე | Ta moon | 29 წლის, თბილისი

„ერთ-ერთი მგზავრობისას გავიაზრე რომ ბავშვობაში ოცნებები არ მქონია. იყო პატარ-პატარა სურვილები, რომლებიც ძალისხმევისა და მუდარის გარეშე სრულდებოდნენ. აი არასდროს დამავიწყდება ველოსიპედი, როგორც ბავშვობის ერთადერთი ოცნება, რომელიც 15 წლის  მერე შევძელი ამეხდინა. ისე მახსოვს ის დღე, ხელფასიდან შეგროვებული თანხით რომ გამოვიწერე და სახლის მაგივრად ჯერ სამსახურში

აიდა შიოლაშვილი, 85 წლის, თბილისი

"62 წელი ვმუშაობდი თბილისის სიმფონიურ ორკესტრში და 80 წლის წამოვედი იქიდან. მე ჩემმა ხასიათმა მიშველა ცხოვრებაში, რადგან ვცდილობ, ყველა დაბრკოლება გადავლახო. ისე არ წავედი ორკესტრიდან, რომ ეთქვათ აღარ შეეძლოო. სულ ვმეცადინეობდი, მერე რა რომ 80 წლის ვიყავი?! ჩემი თანამშრომლები მეუბნებოდნენ - შენ რა ეშმაკი ხარ,

ირინა წერეთელი, 40 წლის, თბილისი

19 წლისა, როდესაც სასულიერო აკადემიაში ვსწავლობდი, ზაფხულის პერიოდში კეთილი საქმის გაკეთება მინდოდა და ცოტა ხნით ძეგვის მონასტერში არსებულ ბავშვთა სახლში წავედი. მაშინ მეც ძალიან პატარა ვიყავი და უბრალოდ დავინტერესდი, რა ხდებოდა იქ. მაგრამ ეს ცოტა ხანი გამიგრძელდა და ორწელიწადნახევარი ვიცხოვრე იქ, ვიყავი  მასწავლებელი და თან

სოფო ჯოხაძე, 24 წლის, თბილისი

„ორი შვილი მყავს. ცოტნე 4 წლისაა, იოანე - ორწლინახევრის. 22 კვირის ორსული ვიყავი, იოანეს დიაგნოზი რომ მითხრეს - მიკროცეფალია. როცა ამის შესახებ გავიგე, ჩემი პირველი კითხვა იყო, იქნებოდა თუ არა ბავშვი სიცოცხლისუნარიანი. სხვაზე არაფერზე მიფიქრია. მიპასუხეს, რომ კი. გენეტიკოსთან კონსულტაციის შემდეგ, შემომთავაზეს ორსულობის შეწყვეტა ხელოვნური