კ-პ

ლია ლიქოკელი, 30 წლის, თბილისი

„პირველად წერა დავიწყე ბავშვობაში. ალბათ ამას წერა არც ერქვა, მაგრამ მაინც, ვწერდი ლექსებს და ამას არ ვმალავდი, არასოდეს დამიმალავს, მომწონდა და მაინტერესებდა, სხვები რომ კითხულობდნენ. სკოლის პერიოდის მერე წერა შევწყვიტე, თუმცა ჩამრჩა, რომ ეს იყო რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, რომლის კეთებაც შემეძლო. მერე ბევრი წელი გავიდა...

0

მიკა ძიძიგური, 43 წლის, თბილისი

„ჩვენი ისტორია ასეთია - როდესაც ლილე დაიბადა, ერთი შვილი უკვე მყავდა და ვიცოდი რა არის გყავდეს შვილი. უბრალოდ, ეს ყველაფერი თავიდან უნდა განმეცადა და ბედნიერება უნდა გამორმაგებოდა, სხვა მოლოდინი არ მქონია. ორსულობის მერვე თვეში გავიგეთ, რომ ბავშვი გულის მანკით იბადებოდა, მაგრამ ექიმის დასკვნის მიხედვით, მის...

0

მაკა კუპატაძე, 43 წლის, თბილისი

„ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, პოლიციელი ვყოფილიყავი. მაგრად მინდოდა პოლიციელობა. დღემდე ოცნებად მაქვს. სახლში არასოდეს პრობლემა არ მქონია მშობლების მხრიდან ჩემს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. პატარაობისას მამას ეცინებოდა პოლიციელობა რომ მინდოდა, ბებია კვდებოდა სიცილით. დღემდე სინანული მაქვს, რომ პოლიციელი არ გავხდი და არ მივყევი ამ ოცნებას. ძალიან მომწონს...

0

ნანა ჩქარეული, 39 წლის, ახალგორი/წეროვანი

„ძალიან ჩვეულებრივად ვცხოვრობდი და ძალიან ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, არაფრით ვიყავი აქტიური და გამორჩეული. მაგრამ სტუდენტობის შემდეგ, როცა ახალგორში დავბრუნდი და დავინახე, რომ ძალიან ერთფეროვანი იყო ცხოვრება, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, მაშინ გამიჩნდა სურვილი, რომ რაღაცა ორგანიზაცია გამეკეთებინა ან ორგანიზება გამეკეთებინა ახალგაზრდებისთვის, რომ რაიმე სახის აქტივობები განგვეხორციელებინა ადგილზე....

0

მარიამ კოიძე, 23 წლის, ბათუმი

"ჩემი ბავშვობა თავიდანვე არ ჰგავდა სხვებისას. არც მზრუნველი მამა მყოლია, არც განებივებული ვყოფილვარ რამით. პირიქით. მე და ჩემს დედმამიშვილებს ყოველთვის ყველაფერი გვაკლდა. დაწყებული ტანსაცმლით და სასკოლო ნივთებით, დამთავრებული ოჯახური სითბოთი და მშობლების სიყვარულით, რის ნაკლებობასაც ყველაზე მეტად ახლა განვიცდი. არ ვიცი, აქამდე რამ მომიყვანა, რა...

0

ნინო ტყეშელაშვილი, 1874-1956

„`ქართველი ქალები, საქართველოს უძველესი დედაქალაქის თბილისისა, მივესალმებით რუს ქალთა ყრილობის გახსნას. დიდებული ქართველი ქალების ბრწყინვალე სახელები წარსულისა თავდებია ქართველი ქალების მომავლისაც. ქართველმა ქალებმა არასოდეს არ იცოდნენ მონობა და ჩვენ არ ვუღალატებთ ამ ტრადიციას. ქალის თავისუფლების და კულტურული განვითარების დაცვისთვის ერთად ვართ, თქვენთან ხელიხელჩაკიდებული“ (ჟურნალი „საქართველოს ქალი“,...

0

ნინო მაისურაძე, თელავი

"მის დაბადებამდე ვეწეოდი ჩვეულებრივ საზოგადოებრივად აქტიურ ცხოვრებას - ვმუშაობდი თელავის საბავშვო ბიბლიოთეკაში, მქონდა უბანში მაღაზია, ტელეფონზე სალაპარაკო პუნქტები და ასე ვთქვათ, ჩვენ არ გვიჭირდა იმ პერიოდში, როცა ხალხს ძალიან უჭირდა თავის რჩენა. ყველაფერს დავანებე თავი იმის გამო, რომ ჩემს შვილს აქვს ჯანმრთელობის მხრივ დიდი პრობლემა....

0