კ-პ

მალო კოტუა, 27 წლის, გალის რაიონი, საბერიო/ზუგდიდი

13 წლამდე აფხაზეთში ვცხოვრობდი. ჩემი მშობლები ახლაც იქ არიან, საბერიოში. ჩემმა და-ძმამაც იქ დაამთავრა სკოლა. 13 წლის რომ გავხდი, დედაჩემის დაჟინებული მოთხოვნით, ზუგდიდში, ბებიასთან უნდა გადავსულიყავი საცხოვრებლად. ბებია მაშინ მარტო ცხოვრობდა ზუგდიდში და დახმარება ჭირდებოდა. რადგან უფროსი შვილი ვიყავი, უარი ვერ ვუთხარი, თორემ ჩემთვის ისეთი...

0

ნუცა ცქიმანაური, 33 წლის, თბილისი

"2012 წლიდან გიდი ვარ. პრონციპში, შემთხვევით დავიწყე ეს ამბავი და საბოლოოდ იქამდე მივედი, რომ ჩემი პირვანდელი პროფესია - დრამის მსახიობობა - გავცვალე დიდ ტურიზმზე და ახლა ერთი მსახიობის თეატრი ავტობუსში მაქვს. ჯავახეთში მოვხვდი სრულიად შემთხვევით ექსპედიციაში, სადაც ორი კვირის ნაცვლად, თითქმის, ერთი თვე დავრჩი. მერე გაზაფხულზე...

0

მირანდა ჩხეტიანი, 33 წლის, სოფელი ტვიში, ცაგერის მუნიციპალიტეტი

ქუთაისში კი დავიბადე, მაგრამ მთელი ბავშვობა აქ, სოფელში გავატარე. სკოლაც აქ დავამთავრე, სკოლის დამთავრების შემდეგ, როცა ქალაქში, მშობლებთან უნდა დავბრუნებულიყავი,  ბებიაჩემი უკვე იმ ასაკში იყო, რომ მარტო დატოვება აღარ შეიძლებოდა და აქედან გამომდინარე, შემოვრჩი აქაურობას. ქალაქში რატო არ მივდივარ? აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ ჩემი საქმიანობით,...

0

ლუდმილა სალია, 61 წლის, ხურვალეთი, გორის მუნიციპალიტეტი / სოხუმი

„აფხაზეთიდან ვარ, კერძოდ, სოხუმიდან, აფხაზეთის ომის მონაწილე. აგუძერაში სამხედრო ჰოსპიტალში ვმუშაობდი. დაცემული ქალაქიდან 28 სექტემბერს წამოვედი და ჭუბერის გზით, ფეხით გადმოვედი. ათასი უბედურება მაქვს გამოვლილი და დღემდე ვარ ომში. მძიმე გასახსენებელია ჩემთვის აფხაზეთის ომის ამბავი...

0

ნინო ჭინჭარაული, 30 წლის, თბილისი

ყოველთვის, როცა მსგავს ისტორიებს ვკითხულბდი, როგორიც ახლა უნდა მოგიყვეთ, ვფიქრობდი - „სიჩუმე კლავს!“. პირველ რიგში თავად ძალადობის მსხვერპლ ქალებს ვადანაშაულებდი, რომლებიც ხმას არ იღებდნენ და თავისი სიჩუმით მოძალადეებს უფრო ამრავლებდნენ. მაგრამ, როცა მე თვითონ შემემთხვა ამბავი, რომლის მიზეზითაც უკვე 6 თვეა კოშმარების გარეშე ვერ ვიძინებ,...

0

მარიამ ხანგოშვილი, 78 წლის, ჯოყოლო, პანკისის ხეობა

მე თვითონ დუისელი ვარ. ისე მოხდა, რომ მამაჩემს არც კი ვიცნობდი. 8 თვის ვყოფილვარ, როცა ის ფრონტზე დაიღუპა. დედაჩემი მეორედ აქ, ჯოყოლოში გათხოვდა. მეც თან წამომიყვანა და თავისთან ერთად მზრდიდა. მამით და-ძმა არ მყავდა, მაგრამ დედით შვიდი და და ერთი ძმა ვიყავით. ოჯახში ბევრს შრომობდნენ...

0

ნათია ლეკვეიშვილი, 29 წლის

მინდა ჩემი ამბავი მოგიყვეთ. არქიტექტორ-დიზაინერობამდე მისაღწევად, ჩემი აზრით, გრძელი და საინტერესო გზა გამოვიარე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი მშობლები არქიტექტორები არიან, ჩემი ბავშვობა ეზოში თამაშის მაგივრად, მშობლების სტუდიაში გავიდა, სადაც ხშირად მიწევდა შეხება ამ სფეროსთან. ჩემს მშობლებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რათა ბნელ 90-იანებში მიმეღო კარგი განათლება,...

0

ნია ვაშაკიძე, 37 წლის, თბილისი

„ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 21 წლის ასაკში ოჯახის შექმნა გადავწყვიტე და მეორედ გავთხოვდი. ძალიან ბევრი ადამიანი, როგორც აღმოჩნდა ჩემი კეთილისმოსურნეები, ჩემ გარშემო მეუბნებოდა, რომ არ იყო ეს ადამიანი ის, ვინც მე მეგონა, მაგრამ როცა გიყვარს, მსგავს რჩევებს არ ითვალისწინებ. ის ხალხი, რატომღაც, ჩემი მტერი მეგონა....

0

მედიკო მაჩალიკაშვილი, 46 წლის, დუისი – პანკისის ხეობა

სტუდენტობის აუხდენელი ოცნება ------------------------------------------------------------- სტუდენტი არასოდეს ვყოფილვარ, არ მეღირსა ეგ ბედნიერება...

0