კ-პ

ლალი ხანდოლიშვილი, 51, სიღნაღი

მახსოვს ის განცდა, გამთენიისას, სიღნაღის ტაძრიდან, დილის წირვისას სახლში რომ ვბრუნდებოდი, როგორი ამაყი და ქედმაღალი ვიყავი, რომ სოფელს ეძინა, მე კიდევ, “ვიშ ნაღვაწი, ნაამაგარი, სხვებისთვის მლოცველი მოვდიოდი...

0

ნათია (ფრიდა) ბოლქვაძე, 36 წლის, ბათუმი

„რაკუშკებიან კაფეში ვარ, ფრიდასთან“ - ასე უთხრა ტელეფონში ერთმა ჩვენმა კლიენტმა მეგობარს. მას მერე კაფეს „რაკუშკები“ დაერქვა, მე - ფრიდა. ჩემი ხელით მოხატული და გაფორმებული კაფის ფერები - ყვითელი, ცისფერი და თეთრი ფერები - მექსიკურია. ჩემი ნაწნავები და თმაში გაბნეული ყვავილები - ფრიდასეული. ამით გაითვქა...

0

ნათელა სოსელია. 87 წლის. სოფელი გუდავა, გალის რაიონი.

„ნახევრად ცარიელი იყო ჩვენი სოფელი იმ ღამით. უკვე დაძინებას ვაპირებით მე და დათიკო, ვიღაცამ კარზე რომ დაგვიბრახუნა. გაიქეცით, დაიმალეთ სადმე, აფხაზები მოდიან და ვინც დარჩენილები არიან, ყველას კლავენო. როგორც ვიყავით ჩაცმულები ისე გავიქეცით. მე პერანგი მეცვა და ხალათი, ფეხშიშველი ვიყავი. მარტო სანთლის ჩაქრობა მოვასწარი, სახლი...

0

მაია შიშნიაშვილი, 45 წლის, თბილისი

"ეს მეც გარკვული პერიოდის შემდეგ აღმოვაჩინე - რომ არა ჩემი შვილი, ბევრ რამეს არ გავაკეთებდი ისე, როგორც გავაკეთე და სხვაგვარად გავაგრძელებდი ცხოვრებას...

0

მაშკა დავლიანიძე, 51 წლის, თბილისი

„ვარ ხელოვნებათმცოდნე, გერმანიაში ვსწავლობდი, თუმცა, როდესაც უკან დავბრუნდი, მივხვდი, რომ არავის არ სჭირდებოდა ეს აქ (იმ პერიოდში). 90-იანებში მე და ჩემმა ქმარმა გავხსენით „ჩინ-ჩინი“, ანუ პიცა სახლში მიტანის სერვისით. სახლში ვისხედით და სულ 100 ევრო გვქონდა, როდესაც ეს იდეა მომივიდა თავში. ჩემი ქმარიც ამყვა და...

0

ლენა გერგაული, 75 წლის, რუსთავის მოხუცთა თავშესაფარი

„მე 12 წელი 550-ე ქარხანაში ლაბორატორიაში ვმუშაობდი რუსთავში, ანალიზებს ვაკეთებდი. სამუშაო ძალიან საინტერესო იყო. კოლექტივიც ძალიან თბილი და საინტერესო იყო, რომ წამოვედი გული დამწყდა ძალიან, მაგრამ რომ გავთხოვდი და ბავშვი მეყოლა, ჩემი მუშაობა აღარ შეიძლებოდა. თუმცა, შვილი რომ წამოიზარდა მინდოდა დაბრუნება, მაგრამ შარი მომდეს ამდენი...

0

ნინო ბაიდაური, 32 წლის, თბილისი…

„ქალების გარემოცვაში გავიზარდე და ქალებმა აღმზარდეს. ადამიანები, რომლებიც სიმკვახიდან სიმწიფემდე სვლაში, ყველაზე დიდ გავლენას ახდენდნენ ჩემზე, ქალები იყვნენ. ყველაზე გამორჩეული ფიგურები. დედა, ბებია, დეიდა - ჩემი მეორე დედა და ჩემი პირადი მაგალითი იმისა, რომ დეიდას დედის სუნი ასდის, ქართულის მასწავლებელი, თუ თუნდაც, ფიჯეი ჰარვი თავისი...

0

ნინო თარხნიშვილი, 37 წლის, თბილისი

„რთული პროფესიაა რეპორტიორობა. მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და ცოდნას მოითხოვს, არამედ იმიტომ, რომ ქალებისგან სხვა, ხანდახან „განსაკუთრებულ“ ფიზიკურ მონაცემებსაც მოითხოვს. აი, მაგალითად, კარგია, თუ კარგად სირბილი შეგიძლია და ადვილად არ იღლები. იმიტომ, რომ კაცმა არ იცის, მასალის ასაღებად წასულს, რა პირობებში მოგიწევს...

0