კ-პ

მარიამ მიქიაშვილი, 28 წლის, თბილისი

„მე ვარ მარიამ მიქიაშვილი, 28 წლის. მყავს ერთი შვილი, რომელიც ერთი წლის ხდება მალე და მეუღლე. ვცხოვრობ თბილისში და განათლებით ვარ სპეციალური პედაგოგი. ნორვეგიაში ვსწავლობდი სპეციალური პედაგოგის სპეციალობას. მანამდე ბაკალავრი დავამთავრე, სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი თსუ-ში. საკმაოდ რთული იყო ჩემთვის სწავლა უნივერსიტეტში თბილისში და მერე იმიტომაც...

0

ლია ტაბატაძე, 34 წლის, თბილისი

„თეოდორა არის 6 წლის, დადის ბაღში და საქართველოს პორტიჯის ასოციაციაში, სადაც ჩართულია ადრეული განვითარების პროგრამაში 2-3 თვის ასაკიდან. ახლა ამთავრებს ამ პროგრამას და მერე სკოლაში შევა, ოღონდ ჯერ არ გადაგვიწყვეტია რომელ სკოლაში. ეს ცოტა რთული საკითხია, ინკლუზიური განათლების ხარისხის გამო. დიდი ისტორია მოვიტოვეთ 6 წლის...

0

ნათია გოგოხია, 37 წლის, ზუგდიდი

„პროფესიით ვარ ექიმი, ქირურგი და 2 შვილის დედა. ჩემი პროფესიის არჩევის დროს ახლობლების წინააღმდეგობას გადავაწყდი. მირჩევდნენ, რომ ქირურგობა რთული საქმე იყო და ქალის ორმაგი მოვალეობა - შვილების და ოჯახის მოვლა და ეს პროფესია შეუთავსებელი იქნებოდა. თუმცა სირთულეები არასდროს მაშინებდა და რაც მაინტერესებდა, ის პროფესია ავირჩიე....

0

მანანა, 31 წლის, გალი

„მძაფრად მახსოვს ის მომენტი, როდესაც სახლს ვტოვებდით. მაშინ 9 წლის ვიყავი. ბევრი ცუდი მოგონება მაქვს ამასთან დაკავშირებით, თუმცა ყველაზე მეტად დედაჩემის სახე დამამახსოვრდა, როდესაც ვუყურებდი როგორ ტიროდა. იმ დროს ვაცნობიერებდი რაც ხდებოდა. ვიცოდი რომ ომი იყო, რომ აუცილებლად უნდა წამოვსულიყავით და ასეც მოხდა...

0

ნუნუ ბერია, 80 წლის, თელავი

"ბავშვობიდანვე მიყვარდა თოჯინების კეთება. მე ზესტაფონელი ვარ, არდადეგებზე ვისვენებდით ხოლმე სოფელში და იქ სიმინდის ღეროსაგან დავიწყე თოჯინების გაკეთება, კაბებს ვუკერავდით და ასე ვერთობოდით. მაშინ არ იყო არც ტელევიზია, არც რადიო და რაღაცით ხომ უნდა გავრთობილიყავით?! მერე უკვე სწავლა რომ დაიწყო და უკვე დიდი გავხდი, ამას...

0

ლიკა ბარაბაძე, 31 წლის, თბილისი

"იმ გამოწვევებზე მინდა ვისაუბრო, რაც შვილის დაბადებისას გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ბავშვი 11 თვის ხდება და ახლახანს დავინახე გვირაბის ბოლოს სინათლე , მაგრამ ჯერ ვერ ვიტყოდი, რომ უკვე დავძლიე პრობლემები. ამ გამოწვევებიდან ერთ-ერთია საკუთარი თავის პოვნა, ანუ ვინ ვარ მე ახალ როლებში და ვინ ვარ მე,...

0

მზია ჭანტურია, 60 წლის, გაგრა

„1992 წელს ქმარი გარდამეცვალა, არეულობა დაწყებული იყო უკვე აფხაზეთში. ქმრის გარდაცვალებიდან 40 დღის მერე წამოვედით გაგრიდან მე და ჩემი ორი შვილი, პატარები იყვნენ, გოგო 9 წლის და ბიჭი - 7 წლის. აი, სასეირნო გემები რომ არის, იმით წამოვედით. ამ გემზეც ძლივს მოვხვდით, იმხელა რიგი იყო....

0

ნატალი პატარიძე, 29 წლის, ქუთაისი

ბილოგიური სქესი ჩვენს კულტურაში ქალისთვის უამრავ ბარიერს ქმნის. ეს ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი - ჩემი ნაადრევი ქორწინებიდან დაწყებული ჩემს კარიერულ წინსვლამდე დასრულებული, ყველაგან მიწევდა საკუთარი „ადამიანობის“, თანასწორი სტატუსის დამტკიცება და თავის დამკვიდრება. 16 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. შემდეგ 2 გოგონა შემეძინა....

0

ნატა, 25 წლის, თბილისი

„დაბადებიდან ბებია და ბაბუა მზრდიდნენ. დედამ მიმატოვა, მამა კი 6 თვის ვიყავი, როდესაც გარდამეცვალა. ოჯახში ბავშვობიდანვე ყველაფერს მე ვაკეთებდი. ჩემი ქათმები, გოჭები, ინდაურები მყავდა, რომლებიც ჩემი შემოსავლის წყარო იყო. ძალიან პატარა, დაახლოებით 5-6 წლის ვიყავი, როდესაც პირველად მივხვდი, რომ სკოლაში უფროსი ბიჭების მიმართ მიჩნდებოდა გრძნობები....

0