კ-პ

მავილე ბურჭულაძე, 72 წლის, ბათუმი

„ბათუმის სახლიდან, სადაც ახლა „მარსელი“ მდებარეობს და სადაც ბებია-ბაბუასთან და მშობლებთან ერთად ვიზრდებოდი, 1949 წელს გადაგვასახლეს. მე მაშინ 3 წლის ვიყავი, ჩემი ძმა - 5-ის. ფრაგმენტებად მახსოვს ეს ამბავი: მოვიდნენ სამხედროები და სატვირთო მანქანით წაგვიყვანეს ეშელონში. მატარებელში, რომელიც შუა აზიაში მიდიოდა, ბევრი ადამიანი იყო, ბევრი...

0

მაკო ხალვაში, 27 წლის, ბათუმი

დიაგნოზი "ჩემი ამბავი დაახლოებით 15-16 წლის წინ დაიწყო. სკოლის პერიოდში, დაფას რომ ვუყურებდი და კარგად ვერ ვხედავდი, ვფიქრობდი, ან დაფაა შორს, ან ცარცი არ წერს კარგად-მეთქი. თან, ბავშვებიც ხშირად წუწუნებდნენ ამაზე და მეც მეგონა, როგორც ჩემთვის, მათთვისაც ისე არ ჩანდა. მერე თვალის კოორდინაციაც დამეკარგა, პირდაპირ ვეღარ...

0

ლალი ცაავა, 52 წლის, ლენჯერი, სვანეთი

8 წლის წინ, საღამო ხანს, საკუთარ სახლში, პურის ცხობისას, ავტომატის ჯერით ჩამცხრილეს. 5 ტყვიის შედეგად, გამჭოლი ჭრილობა მქონდა მუხლის, ფერდისა და თავის არეში. გასროლამდე, ფანჯრის ჩამტვრევის ხმა გავიგონე, რასაც მალევე ავტომატის ჯერის ხმა მოჰყვა. ტკივილი არ მიგრძვნია, ძალიან ახლოდან იყო ნასროლი. მხოლოდ საკუთარი თმის ნაწილი დავინახე,...

0

მერი ჭანუყვაძე, 83 წლის, სოფელი წითელმთა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

„მამაჩემი 1937 წლის 8 აგვისტოს დააპატიმრეს, ჩემს დაბადებამდე რამდენიმე დღით ადრე. სოციალ-დემოკრატი იყო და 1926 წელს ერთხელ უკვე იყო დაპატიმრებული, 6 წელი ტაშკენტში გაატარა. 1937 წელს ისევ დააპატიმრეს, როგორც ადრე დანაპატიმრები და კომის ასსრ-ში გადაასახლეს. დედა გვზრდიდა, ძალიან კარგი, მშრომელი ქალი იყო და მამის მაგივრობასაც გვიწევდა....

0

ლუიზა დუდაევა-ასკილაშვილი, 72 წლის, ერედვი-კოდა

დედით ქართველი ოსი ვარ, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ მე საქართველოში დავიბადე და ცხინვალი საქართველოა. დედა ჩემზე მშობიარობას გადაჰყვა და მის გარეშე გავიზარდე. საკმაოდ ლამაზი გოგო ვიყავი, თან კარგად ვმღეროდი და სკოლამ გორის მუსიკალურ სასწავლებელში მომაწყო. იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, რომელიც ანსამბლში მღეროდა. მე კიდევ სიმღერის...

0

ნონა სამხარაძე, 35 წლის, მარნეული

როგორ გავხდი აქტივისტი „საკუთარ თავს სამოქალაქო აქტივისტს ვუწოდებ, თუმცა იყო პერიოდი, არც გენდერი ვიცოდი, რა იყო და ადრეულ ასაკში ქორწინებაც ჩვეულებრივი ამბავი მეგონა. 2003 წელს, ჩემი 15 წლის დაც გათხოვდა და ეს პრობლემად საერთოდ არ მიმაჩნდა მაშინ. 2005 წელს, შევხვდი ქალს სამცხე-ჯავახეთიდან, რომელსაც ქალების ორგანიზაცია ჰქონდა,...

0

მადონა ოქროპირიძე, 61 წლის, დისევი/კოდა

1991 წლიდან ომში ვიყავით და ჩვენივე სიცოცხლის ფასად ვინარჩუნებდით თითოეულ გოჯ მიწას. ჩემი მეუღლეც ამას შეეწირა 1992 წელს. ვიცოდით, რომ წინა დღეს ერედვზე თავდასხმა მოხდა და იქიდან ტყვეები წაიყვანეს. ხომ იცით, ციხე ისევ შიგნიდან ტყდება. ქართველებისგან ვიყავით ჩაშვებული რამდენიმე ოჯახი, აქტიური ლიდერები ვინ სად ვცხოვრობდით და...

0

ლიკა მეგრელაძე, სოფელი წითელმთა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

“კომლი” “კომლის” ისტორია ძალიან საინტერესოა და თემატურადაც თუ შევხედავთ, ძლიერი, ყოჩაღი ქალების ამბავიცაა. დღემდე სოფლის მოსახლეობა კომლებით აღიწერება, ეს არის თითოეული ცალკე მდგომი ოჯახი სოფელში. საინტერესოა ამ სიტყვის ეტიმოლოგიაც - სიტყვა “კვამლიდან” მოდის, ანუ ეს არის ადგილი, საიდანაც კვამლი პერმანენტულად, ზამთარ-ზაფხულ ამოდის. კვამლის ამოსვლა იმას ნიშნავს,...

0

მზია შარაშიძე, 46 წლის, სოფელი ციხისფერდი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

"15 წლის გავთხოვდი, 16 წელი მეუღლესთან შევასრულე. მანამდე წესიერად ნანახიც არ მყავდა, ერთადერთხელ, ბახმაროში, დედაჩემის რესტორანში შემოვიდა სიგარეტის საყიდლად. თვითონ შავგრემანი ბიჭი იყო, ბახმაროს მზეც თავისებურ ფერს აძლევს ადამიანს, მაშინ უცხოელები არ იყვნენ ჩვენს ქვეყანაში დიდად და რომ გადიოდა, დედაჩემს ვკითხე - დე, ნეტა, ქართველია...

0