კ-პ

მერი მძელური, 25 წლის, თბილისი

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე, პირველი კურსის სტუდენტი ვარ. ამასთან ერთად, ტაქსისტად ვმუშაობ „ტაქსიფაიში“. იმდენად მიჩვეულები ვართ, რომ ტაქსის მძღოლი კაცი უნდა იყოს, რომ ძალიან უკვირთ, როცა გამოძახებისას მე მივდივარ. ერთხელ ერთმა კლიენტმა ისიც კი მითხრა, გამოძახებისას სახელი „მერი“ რომ დაეწერა, ისიც კი ვიფიქრე,...

0

მარიეტა მაკარიძე, 41 წლის, თბილისი

„სამი შვილის დედა ვარ და კერძო სექტორში, სკოლაში ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას. ჩემი დეკრეტული შვებულების გამოცდილება მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ქალს ყოველი ორსულობა უმწეო მდგომარეობაში აგდებს და მუდმივად აყენებს სამსახურის დაკარგვის საფრთხის პირისპირ მე ვასწავლიდი ადრე ერთ კერძო სკოლაში, სადაც ჩემი ორი ორსულობა გამოვიარე. სამწუხაროდ,...

0

მირანდა ფაღავა, 23 წლის, თბილისი

„ბავშვობიდან ჩემს თავს გოგოდ აღვიქვამდი. ბიჭის სახელი მქონდა, თორემ ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავდი სხვა გოგოებისგან. 11-12 წლიდან ასაკიდან დავიწყე იმაზე სერიოზულად ფიქრი, თუ ვინ ვიყავი. ჩემ გარშემო ისეთი ჰომოფობიური გარემო იყო, მძიმე დეპრესიაში ვიყავი, თავი ცუდი ადამიანი მეგონა, ძალიან ცუდი წარმოდგენები მქონდა საკუთარ თავზე. თუმცა,...

0

ნანა დიხამინჯია, 40 წლის, თბილისი

„ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი ვარ, კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი. პროფესიით მათემატიკოსი ვარ. სადოქტორო გამოყენებით მათემატიკაში მაქვს დაცული, მაგრამ პროგრამირების სფეროში 22 წლიდან ვმუშაობ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა და პროგრამირება მაშინ დამჭირდა პირველად, სამეცნიერო გათვლებისთვის. პარალელურად გეოსაინფორმაციო...

0

ნატალია ფარცხალაძე, 42 წლის, თბილისი

სანამ „კონა“ გაჩნდებოდა, ვეძებდი. ვეძებდი საქმეს, რომელიც ჩემი იქნებოდა. ვეძებდი საშუალებას, არ შევგუებოდი იმას, რასაც ვერ ვეგუებოდი. არსებობს გარემოებები, რომლებიც შენზე დიდია და ვერ მოერევი, მაგრამ ის, თუ როგორ გამოხატავ შენს დაუმორჩილებლობას - ეს შენს ხელშია. გადავწყვიტე, ჩემი პროტესტი კონსტრუქციული ქმედებით გამომეხატა - საქმით და...

0

ნინო ბლუაშვილი, 21 წლის, გორი

„მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი სამხედროა, ამ თემაზე არასოდეს გვილაპარაკია და არასოდეს მქონია ამ საქმესთან შეხება. მწვანე ფორმასაც იშვიათად ვხედავდი სახლში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (შემდეგ ჟურნალისტიკა ავირჩიე), ჯერ კიდევ პირველ კურსზე ვიყავი, როცა ჩემმა მეგობარმა ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ჩააბარა. ძალიან მომწონდა ის ამბები,...

0

ნინო ჟვანია, 43 წლის, თბილისი

„სწორედ იმის გამო, რომ ორი შვილი მყავს, კარგად ვხვდები როგორი ინდივიდუალურია ადამიანის ბუნება. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს ერთი გენეტიკა აქვთ, ერთნაირ გარემოში იზრდებიან და აღზრდის ერთიდაიგივე მეთოდებს ვიყენებ, ბავშვებს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ხასიათი აქვთ. სწორედ აქ არის მშობლის დილემაც - მოაქციოს საზოგადოების მიერ აღიარებულ ქცევის...

0

ნათია ფურცელაძე, 30 წლის, ბაღდათი

ოცნება მასწავლებლობაზე ------------------------------------------------- "იმერეთის ერთ-ერთ პატარა ქალაქში ვცხოვრობდი. ჩემი მეგობრებისა და ჩემს იმდროინდელ აზროვნებას როცა ვიხსენებ, მიკვირს, როგორ ვაზროვნებდით ისე პროგრესულად მაშინ. ბუნებრივია, ოჯახის როლი უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ძალიან დიდი ძალა აქვს სასკოლო გარემოს. მეგობრებსაც გვისაუბრია ამ თემებზე და ასე დავასკვენით, რომ ჩვენ ბევრს ვკითხულობდით, მათ შორის -...

0

ნარინე გინოსიანი, 45 წლის, ნინოწმინდა

ოჯახი „მამაჩემი ძალიან განათლებული კაცი იყო. ის ამ ჩვენს საზოგადოებას ძალიან ხშირად გვარიდებდა. ძალიან განსხვავებულად გვზრდიდა. დღემდე მისი დარიგეგებით ვცხოვრობ და ჩემს შვილებსაც ასევე ვზრდი. არასოდეს გვაძლევდა იმის უფლებას, რომ მეშჩანურ დონეზე დავშვებულიყავით. დედაჩემი მთელი ცხოვრება ექიმად მუშაობდა და მამას მის მუშაობასთან დაკავშირებით არასოდეს ჰქონია პრობლემა,...

0