კ-პ

ლია უკლება, 42 წლის, ქუთაისი

"პატარაობიდან ვოცნებობდი სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებაზე, მაგრამ გადამაფიქრებინეს ოჯახის წევრებმა. მშობლები მეუბნებოდნენ „რად გინდა მხატვრობა“, „ მხატვრობაში რა ყრია, მასწავლებელი უნდა გამოხვიდე“ და ა.შ. თან აკადემია მაშინ ელიტარულად ითვლებოდა და იქ მოხვედრა ფუფუნება იყო. მე ამ დროს ერთი სოფლელი ბავშვი ვიყავი და დიდი შანსი არ მქონდა...

0

მარი კორკოტაძე, 35 წლის, თბილისი

„დათა ჩემი პირველი შვილია. ახლა რვა წლისაა. მქონდა ძალიან ჩვეულებრივი და მშვიდი ცხოვრება, ვზრდიდი ჩემს შვილს წყნარად, მერე გავაჩინე მეორეც და როცა ორი თვის გახდა, იმდენად აქტიური და კონტაქტური იყო, დათას ბავშვობასთან დავიწყე შედარება და სულ ვამბობდი, რომ დათა ამ ასაკში ასეთი არ იყო. ბავშვებს...

0

მაგდა კალანდაძე, თბილისი

„იმის გამო, რომ ქვიარ აქტივისტი ვარ, მეტწილად თავს ამაყად და ბედნიერად ვგრძნობ, თუმცა, ხშირია შემთხვევები, როცა არანაკლები სიძლიერით განმიცდია ჩაგვრა და გარიყვა. შეიძლება, პირველი ვარიანტი უფრო დიდი დოზითაა, რაოდენობრივად რომ ავიღოთ, მაგრამ ხარისხობრივად ძალიან ძლიერია ეს ჩაგვრა და დამთრგუნველია გარიყულად ყოფნა. ვიყო ქვიარი ნიშნავს, რომ ჩემთვის...

0

ნატალია ცერცვაძე, ექიმ-გინეკოლოგი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისი

„ჩემი მოღვაწეობა სამედიცინო დარგში დაიწყო მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრებიდან მოსკოვში, სადაც გინეკოლოგური განყოფილების ხელმძღვანელი ვიყავი მოსკოვის 26-ე სამშობიარო სახლში. სამოქალაქო ომის შემდეგ, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ქ. თბილისში გადმოვედი და გლდანის რაიონის ქალთა კონსულტაციის გამგედ დავინიშნე. 1970 წლიდან დღემდე ვმუშაობ ექიმ-გინეკოლოგად. ასევე, ოჯახის დაგეგმვის მიმართულებითაც. გავრცელებულია...

0

მარიამ თოფჩიშვილი, 18 წლის , გორი

„სულ თავიდან ფემინიზმი გორის ახალგაზრდულ ცენტრში აღმოვაჩინე, რომელიც გაეროს ასოციაციის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ხორციელდებოდა. ამ ცენტრში რამდენიმე შეხვედრაზე გაჟღერდა სიტყვა „ფემინიზმი“. თავიდან, ნამდვილად, ტერმინის დონეზეც კი არ ვიცოდი მისი მნიშვნელობა. უბრალოდ, იმ პრობლემებს, რასაც გენდერული და ფემინისტური პრობლემები ქვია, ვგრძნობდი სკოლაში, გარემოში, რაღაც დონეზე, შეიძლება...

0

ნინო კიკნაძე, 37 წლის, თბილისი

„2006 წლიდან ჩემი პროფესიული სამუშაო ჯანდაცვის სისტემაში ადამიანის უფლების დაცვას უკავშირდება. ჩემი პირადი გამოცდილებით და პროფესიული ინტერესით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების, განსაკუთრებით კი ბავშების მიმართულებით გარკვეული ცოდნა დავაგროვე, რომელიც საბოლოო ჯამში საქართველოში ამ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების და მათი მხარდაჭერის კუთხით მინდა გამოვიყენო. ბავშვები ყოველთვის ძალიან მიყვარდა,...

0

მადონა (მარგარიტა) ნაროუშვილი, 60 წლის, თბილისი

„ვმუშაობდი სენაკის ხალიჩების კომბინატში, მქსოველად. საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო. სულ კაცები მუშაობდნენ და მე - ერთი ქალი ვმუშაობდი უზარმაზარ დაზგაზე. ეს იყო ქარხნული ხალიჩების წარმოება და ვქსოვდი ამ დიდ ხალიჩებს. მსიამოვნებდა იმ ფაბრიკაში მუშაობა, ქალურ საქმეებს ვერ ვერგებოდი. ხელფასიც კარგი მქონდა, გამომუშავებაც და სახელიც და...

0

ნატალი გაფრინდაული, 16 წლის, ქვემო ალვანი

„ხშირად მესმის, რომ ახალგაზრდობა ცხოვრების საუკეთესო პერიოდია, რადგან შეცდომების დაშვება ყველაზე მეტად ამ დროს არის მიღებული. ჩვენ ხომ მათ ხარჯზე ვსწავლობთ და ვყალიბდებით პიროვნებებად. შეგვიძლია ვაკეთოთ ყველაფერი, ოცნებები მიზნებად ვაქციოთ და შევიქმნათ სასურველი მომავალი. თუმცა, ჩემი აზრით, ახალგაზრდობა რთული უფროა, ვიდრე კარგი, რომელსაც პატარა ასაკთან ერთად...

0