კ-პ

ნუცა ერისთავი, 26 წლის, თბილისი

„ჟურნალისტიკა რომ დავამთავრე, წავედი ინგლისში, ინგლისური ენის მოკლე კურსი გავაკეთე და მამიდაჩემთანაც ვმუშაობდი, ქართული კაფე აქვს და ვეხმარებოდი. ორი წელი გამომივიდა იქ ყოფნა, სადაც ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი. აარონი არის შავკანიანი და წარმოშობით იამაიკიდანაა. ჩემი მასთან ურთერთობა ძალიან საინტერესო იყო თავიდანვე - მე ღია ვარ ყველა...

0

მარი, 25 წლის, თბილისი

„საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ვახდენ, როგორც ქვიარი. ქვიარობა ჩემთვის უპირველესად ჰეტერონორმატიულობასთან დაპირისპირებას ნიშნავს, იმის აღიარებას და გააზრებას, რომ სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა, არ არის ბინარული, ის გაცილებით უფრო მრავალფეროვანია. სანამ აქამდე მოვიდოდი, დიდი და რთული გზა გავიარე. ძალიან დიდი ხნის მანძილზე ჰომოფობი ვიყავი. მქონდა რადიკალური, პატრიოტულ-ნაციონალისტური...

0

ლინდა გუნაშაშვილი, 18 წლის, პანკისი

„ჩეჩნეთში დავიბადეთ მე და ჩემი ტყუპისცალი და. ძალიან პატარები ვიყავით, იქ ომმა რომ მოგვისწრო და სხვა ლტოლვილებთან ერთად საქართველოში გადმოგვიყვანეს მშობლებმა. მას მერე პანკისის ხეობაში ვცხოვრობთ დედასთან ერთად და ახლა უკვე 6 დედ-მამიშვილი ვართ. მამა უკრაინაში არის სამუშაოდ წასული და იქიდან გვეხმარება. ჩვენი აღმსარებლობა ისლამია. ამ...

0

ლალი, 46 წლის, გალი

„რომ არა დევნილობა, პირადად მე, ზუსტად ვიცი, რომ იმ გზით არ ვივლიდი რა გზითაც მომიწია სიარული. მთელი ჩემი ცხოვრების სირთულეები მიეკუთვნება დევნილობის პერიოდს. სულ პატარა იყო ჩემი შვილი, წლის და 6 თვის. მე პროფესიით პედაგოგი ვარ და გალში ვმუშაობდი. მაშინ პედსაბჭოზე ვიჯექი, როდესაც განგაში ატყდა....

0

მაკა მოსიაშვილი, თელავი

„ყველაზე მეტად რისი გახსენებაც არ მინდა, ჩემი პატიმრობის პერიოდია. ვფიქრობ, რომ ამაზე ბევრი ვისაუბრე და ამოვწურე ეს თემა, მაგრამ როდესაც ჩემი ისტორიის მოყოლა მიწევს, მაინც მიხდება იმ პერიოდის მოგონება. საპატიმროში რომ მოვხვდი, გარეთ სამი მცირეწლოვანი შვილი დავტოვე...

0

მარიამ გარიყული (თათეშვილი), 1883-1960 / მწერალი, მსახიობი

"მოგიწოდებთ ქალებო ქალთა საკითხის გარშემო, ვისაც დაჰკოდია გული თვისის უუფლებობით, არა მარტო პარლამენტის სკამზე დაუჯდომლობით, არამედ უფრო ახლოს გეტყვით: ვისაც დაჰკოდია გული თქვენივე ოჯახში, ქმარისაგან, მამისაგან, ძმისაგან. ვისაც თვის საკუთარ ნაწილ-გულევ ნაამაგარ ოჯახში არ ჰქონია თანასწორი ხმა, თავისუფალი კუნჭული გადმოგეღვარა ცრემლი, თვის საკუთარ, დედაკაცის უბედურებით...

0

ნინო მარხვაიძე, 16 წლის, ქვემო ალვანი

“მათემატიკაა ჩემი საყვარელი საგანი, საკმაოდ ძლიერი ვარ ტექნიკურ საგნებში, მაგრამ, ალბათ თქვენც გაგეცინებათ, უცხო ენებზე ვაპირებ ჩაბარებას. თავდაპირველად ბიზნეს ადმინისტრირების განხრით მინდოდა წავსულიყავი, ეკონომიკა მაინტერესებს, მაგრამ სკოლაშიც მასწავლებლებმა და ოჯახის ახლობლებმაც დამაჯერეს, რომ რადგან გოგო ვარ, დიდი კონკურენციის პირობებში აღმოვჩნდები და ამ განხრით დასაქმება გამიჭირდება....

0

ოლღა კალინა, 33 წლის, რუსთავი

"დავიწყებ იქიდან, რომ მაქვს პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზი. ეს დიაგნოზი მივიღე 21 წლის ასაკში, როდესაც ვსწავლობდი უნივერსიტეტში. სულ მინდოდა მეცნიერული კარიერა, ბიოლოგია მაინტერესებდა. დამატებით ლაბორატორიაშიც დავდიოდი, როცა ბაკალავრიატში ვსწავლობდი იმისათვის, რომ მიმეღო შანსები კარიერის გასაგრძელებლად. იმ დროს ეკონომიკური მდგომარეობა სტაბილური არ იყო, ანუ 90-იანი წლები იყო,...

0

მაია ფელიშვილი, 42 წლის, რუსთავი

ძალიან რთულია ჩემთვის ამაზე ღიად საუბარი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ისტორია შეიძლება ვიღაცას დაეხმაროს, სწორედ ღიად საუბრით და საკუთარი მაგალითით ვცდილობ ამას. ასე უფრო მარტივია საკუთარ თავში დარწმუნება და გადაწყვეტილების მიღება, როდესაც ხვდება ქალი, რომ ის მარტო არ არის და მის მდგომარეობაში სხვებიც ყოფილან,...

0