კ-პ

მაია გოჩაშვილი, 45 წლის, ცხინვალი/წეროვანი

„მე დევნილობის „პირველ ტალღაში“ მოვყევი, 91 წელს წამოვედი ცხინვალიდან და მას მერე არ ვყოფილვარ ჩემს ქალაქში. დედა მყავს ახალგორის რეგიონიდან, შესაბამისად, იქაც დავკარგე ჩემი საყვარელი ადგილი. 2008 წლის ომის შემდეგ ვცხოვრობ წეროვანის დევნილთა დასახლებაში დედასთან ერთად. დავიბადე და გავიზარდე ცხინვალში. იქ ვსწავლობდი სკოლაში. ცხინვალის ინსტიტუტში მხოლოდ

მარიამ ქებაძე, 14 წლის, პანკისის ხეობა

"7 თვე იქნება, დაახლოებით, პანკისში რაც ვცხოვრობ. ორწლინხევრის ვიყავი დედა და მამა რომ დაცილდნენ ერთმანეთს და ვცხოვრობდი მამასთან ყვარელში. რამდენიმე წელი დედა არც კი მყავდა ნანახი, ძალიან დაძაბული ურთიერთობა იყო მშობლებს შორის. ბევრი სასამართლო შედგა, რომ დედასთან ვყოფილიყავი, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა. რთული იყო ეს

მერი ლეჟავა, 98 წლის, თბილისი

„24 წლის ვიყავი მეორე მსოფლიო ომის დროს კომისარიატიდან გაწვევა რომ მომივიდა და ჩვენი პოლკი უკრაინაში წაიყვანეს, თუმცა მანდ სულ 2-3 დღე მოგვიწია გაჩერება. პროფესიით ექიმ-სტომატოლოგი ვიყავი, რეგისტრაციაში გაგვატარეს და მერე გვითხრეს, რომ ისევ საქართველოში ვბრუნდებოდით. გამიხარდა ძალიან, რა თქმა უნდა, ამას რა სჯობდა. დაბრუნების შემდეგ

ნათია ნინიკელაშვილი, 35 წლის, თელავი/თბილისი

„სულ მქონდა იმის განცდა, რომ „არავისშვილი“ ვიყავი. თელავში დავიბადე 1981 წელს. დავიბადე უმამოდ. იმ პერიოდში, მე როცა გავჩნდი, მამას სხვა ოჯახი ყავდა და დედა ჩემი მუცლად ყოფნის პერიოდში მიატოვა. წარმოგიდგენიათ, დედამ ეს ნაბიჯი რა პერიოდში გადადგა, რომ ქორწინების გარეშე ბავშვი გააჩინა. რამხელა სითამამე იყო ეს

ნანა გარჯიკაული, 53 წლის, თელავი

"მე დედისერთა ვარ თვითონ და ძალიან მაკლდა, რომ დედმამიშვილები არ მყავდა. ამიტომ ყოველთვის მინდოდა ბევრი შვილი, არანაკლებ სამისა. იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოება ფიქრობს, ბიჭი აუცილებლად უნდა გყავდეს, მეტყოდნენ ხოლმე - „აა, ბიჭის გამო გააჩინე?“. მართლა შეურაცხმყოფელი იყო და ძალიან ვბრაზდებოდი ხოლმე ამაზე. რაც შეეხება ოჯახში

ნენე დალაქიშვილი, 40 წლის, თბილისი

„22 წლის გავთხოვდი და 7 წელი ვიცხოვრე ჩემგან სრულიად განსხვავებულ ადამიანთან ერთად. ჩემს უფროს შვილს, მარიამს აქვს ჰიდროცეფალიის დიაგნოზი და ეს იყო სამშობიარო ტრავმა. სამშობიაროდან სახლში გამომატანეს როგორც ჯანმრთელი, არავის უთქვამს, რომ ბავშვს რაღაც აწუხებდა. მახსენდება მშობიარობის დროს როგორ მედგა პედიატრი თავზე და მკაცრად მეუბნებოდა:

ლეილა ბექაური, 62 წლის, პანკისის ხეობა

„პროფესიით ფილოლოგი ვარ, ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი სკოლაშიც და დუისის საგანმანათლებლო ცენტრშიც. მე არ ვიცი, რამდენად საინტერესოა ჩემი ნაამბობი თქვენთვის, მაგრამ რადგან პედაგოგი ვარ და სკოლასთან მაქვს შეხება, პანკისის ხეობის ახალგაზრდების პრობლემებზე მინდა საუბარი. თითქმის 10 წელია ბავშვებს ვამზადებ და ხეობის ყველა აბიუტურენტთან მქონია

მზია ბებოშვილი, 18 წლის, თბილისი

„სანამ ძიუდოზე დავიწყებდი სიარულს, ტანვარჯიშზე დავდიოდი მშობლების სურვილით. ჩემს სკოლაში ვიცოდი რომ რაღაც სპორტული წრე იყო და ჩავედი სანახავად, ძიუდოს წრე აღმოჩნდა. პირველად რომ დავინახე, ძალიან მომეწონა და ძალიან მომინდა მეც ვმდგარიყავი ტატამზე და მეასპარეზა. თუ სწორად მახსოვს 11 წლის ვიყავი მაშინ. სახლში მისვლისთანავე, მშობლებს

ნადია ბებო, 94 წლის, ზნაური/წეროვანი

„ომის მერე აქ ვცხოვრობ, ფეხი ვერსად გავადგი. იქიდან ამაბარგეს და გამომაგდეს. არაფერი წამომიღია ქვეყანაზე, ასე ცარიელ-ტარიელი წამოვედი. ძვირფასად ვცხოვრობდი, არაფერი მაკლდა. 30 წელი ფერმაში ვმუშაობდი, მაგრამ არაფერი შემრჩა. ამასთან, ჯერ რაიონის დეპუტატი ვიყავი, მერე ოლქში გადამიყვანეს. მე აქ არ მინდა სულის მიბარება. ოღონდ ჩემს სახლში