კ-პ

ლეილა მამედოვა, 43 წლის, მარნეული, მერობის კანდიდატი

„ძალიან გამიმართლა, მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულ აზერბაიჯანულ თემში გავიზარდე და ჩემს მშობლებს არ ქონდათ უმაღლესი განათლება, დედამ და მამამ ყველაფერი გააკეთეს, რომ თავის ექვსივე შვილს უმაღლესი განათლება მიეღო. მამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო, სმენისა და მეტყველების შეზღუდვებით. მახსოვს, ბავშვობაში დედას მცირე ნაკვეთში მოყავდა ბოსტნეული და

ნატო შავიშვილი, 38 წლის, მარნეული

"ხშირად საინტერესო რეაქციებს იწვევს ის ფაქტი, რომ მარნეულში გავიზარდე. მწყინს როდესაც ჰგონიათ, რომ საინტერესო და გამორჩეული ადამიანი არ შეიძლება მარნეულიდანაც იყოს. ეს, ალბათ, ერთ-ერთი ის სტერეოტიპია, რაც ყვლაზე დიდ პრობლემას მიქმნიდა ყოველთვის. მარნეულში ცხოვრება არის უდიდესი გამოცდილება. სხვებს უწევთ ტოლერანტობის სწავლა და მეცადინეობა, ჩვენთვის კი

მაია სხირტლაძე, 43 წლის, მარტყოფი, დროებითი საცხოვრებელი ნიქოზია, კვიპროსი/შრომითი მიგრანტი

„დიდი ხანია ვგეგმავდი, საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას, მაგრამ თითქოს რაღაც მექაჩებოდა უკან

ოლგა ენდელაძე, 46 წლის, მარნეული

"პროფესიული საქმიანობა ----------------------------------------- წლებია ვხელმძღვანელობ მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადეობას, რომელიც ძალიან დიდი და ძლიერი ორგანიზაცია არ არის დღეს, მაგრამ ადგლობრივ დონეზე სხვადასხვა საკითხებზე მუშაობის საკმაოდ კარგი ცოდნა და გამოცდილება დამიგროვდა. ხშირად შემოუთავაზებიათ პოლიტიკაში წასვლა. მგონია, რომ დღეს უფრო ეფექტური ზეგავლენა შემიძლია მოვახდინო ადგილობრივი თვითმართველობის დონეზე იმ ადგილიდან,

მარიამ კვაშილავა, 20 წლის, პარიზი

განათლება და დამოუკიდებლობა ------------------------------------------------------- პირველად14 წლის ასაკში აღმოვჩნდი ამერიკაში ზაფხულის გასატარებლად მამაჩემის მეგობრის მიწვევით. იმდენად მომეწონა, რომ გადავწყვიტე იქაურ სკოლაში სწავლა მეცადა. მშობლებმაც მხარი დამიჭირეს, რადგან მათ საკუთარი გამოცდილებით ესმით დამოუკიდებლად სწავლის მნიშვნელობა და ერთი წელი ვცხოვრობდი მშობლების გარეშე ჯერ ნიუ იორკში, შემდეგ მინესოტაში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სწავლა

მუსია ქებურია, 26 წლის, თბილისი

დასაწყისი „პროფესიით გრაფიკოს-დიზაინერი, პარალელურად კი, სთრით არტისტი ვარ. ზოგადად, ხატვის მხრივ ეს მიმართულება ბავშვობიდან მომწონდა. პირველი შეხება სთრით არტთან მაშინ მოხდა, როცა სამხატვრო აკადემიის პირველ კურსზე ვიყავი. რაღაც კონკურსი ჩატარდა უნივერსიტეტებს შორის და იქ მივიღე მონაწილეობა. მაშინ დავიჭირე პირველად ხელში „პულვილიზატორი“. ეს პროცესი იმდენად მომეწონა, რომ

ნათია ლომიძე, 33 წლის, „შინაპატიმარი“

„საბა წლინახევრის იყო, როცა დიაგნოზად ცერებრალური დამბლა დაუდგინეს. თუმცა აღმოჩნდა, რომ საბოლოო ჯამში მძიმე გონებრივი ჩამორჩენა ქცევითი აშლილობებით აღმოაჩნდა. ჩემმა ქმარმა 4 თვეში მიგვატოვა, ვერ გავუძლებ ამ ბავშვის ყურებასო და წავიდა. აგერ უკვე 11 წელია მარტო ვზრდი საბას. საბას დიაგნოზის გაგების შემდეგ, დედაჩემი იტალიაში წავიდა შრომით

მარიამ ავაქოვი, 24 წლის, თბილისი

„მე-9 კლასში ვიყავი, როდესაც ორი პარალელური კლასი გაგვაერთიანეს. მე რუსულ სკოლაში ვსწავლობდი, აქტიური მოსწავლე ვიყავი. მუდმივად კითხვებს ვსვამდი, კარგ ქულებს ვიღებდი და ძალიან კარგად ვსწვალობდი. სწორედ ამიტომ და კიდევ, ვფიქრობ, ჩემი ფიზიკური მონაცემების გამო, ბულინგის მსხვერპლი გავხდი. ისინი, ვისაც სწავლა არ უნდოდა და მასწავლებლის მოსმენა,

ნათია ლაბაძე, 24 წლის, ბათუმი

„2015 წლის 18 ივლისს, 22 წლის ასაკში, ჰონგ-კონგის პორტში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გემის ხიდურაზე პირველად ჩამოვართვი ხელი კაპიტანს, რომელმაც მითხრა „კეთილი იყოს შენი მობრძანება გემზე. მშვიდობიან ცურვას გისურვებ“ „ჩემს ოჯახში ყველა მეზღვაურია. მამაც და ძმაც. ბიძებიც. თუმცა მემედ აბაშიძის გემის დაღუპვას ჩინეთის ზღვაში, ბიძების სიცოცხლე შეეწირა.