თინა ბრაგვაძე, 67 წლის, გორი
ეტლის გზა ------------------------- „1994 წლამდე ბედნიერი ცხოვრებით ვცხოვრობდი, მაგრამ მეც იმ არეულობის მსხვერპლი გავხდი, რაც ჩვენს ქვეყანაში იმ წლებში ტრიალებდა. ახლობლის პანაშვიდზე ვიყავით სოფელ ქვეშში. იქიდან რომ ვბრუნდებოდით, გზაში შეიარაღებული დაჯგუფება დაგვხვდა. მანქანის წართმევის მიზნით, თავს დაგვესხნენ და ავტომატის ჯერი გადაატარეს მანქანას. მანქანაში მჯდომი ჩემი მეზობელი ქალი ადგილზე