რეგიონები

სემა გასანოვა, 19 წლის, მარნეულის მუნიციპალიტეტი

„მეოთხე კლასში ვიყავით, როცა ჩვენს სკოლაში ქართული ენის მასწავლებელი, მანანა ცომაია ჩამოვიდა. მანამდე არც ქართულსა და არც სხვა საგნებს ვსწავლობდი კარგად. ეს მასწავლებელი ძალიან კეთილი, მეგობრული, თან, ღრმად ინტელექტუალური ადამიანია - ყველა იმ თემაზე შეეძლო საუბარი, რაც ბიჭებსაც აინტერესებდათ და გოგოებსაც. აღფრთოვანებული ვიყავი მისი გაკვეთილებით

ნინი ბოჭორიძე, 21 წლის, თელავი

"სულ ვამბობ, რომ თელავი „დაბერდა.“ როგორც ყველა სხვა რეგიონში, აქედანაც ხდება "ახალგაზრდა ტვინების" გადინება - ბაკალავრიატს დაასრულებენ თუ არა, დიდ ქალაქებში მიდიან. ჩვენ თუ არ შევცვლით, სხვა ისე შეცვლის, როგორც მას სურს და ვხედავთ, რომ ასეთმა შეცვლამ დიდი სიკეთე ვერ მოგვიტანა. უკვე რამდენიმე წელია, თელავში, ახალგაზრდული ინტერესების

ნინო დოფიძე, 38 წლის, ხაშური

„ისე გავიზარდე, არავინ მაგრძნობინებდა და ბავშვობაშიც ვერ ვხვდებოდი, რომ სხვანაირი ვიყავი. ერთ დღეს, როცა გარეთ ბავშვებთან ერთად სირბილი მინდოდა და დედა ვერ მიხსნიდა, რატომ არ მიშვებდა, სარკის წინ დამაყენა და მითხრა, ნუ გავიწყდება, როგორი ხარო. ეს იმიტომ გააკეთა, რომ ჩემს მდგომარეობას ბოლომდე ვერ ვიაზრებდი და

ლანა ბერძენიშვილი, 51 წლის, თბილისი

დედობა ძალიან რთულია ჩვენს კულტურაში. იმის გამო, რომ ჩემს შვილებს ვერ უგებდნენ, ტალახი ხშირად მომხვედრია. პირველად, ჩემი უფროსი შვილის, სალომეს აქტივიზმის გამო მესროლეს ტალახი. მახსოვს, მაშინ ჯავრს კინაღამ გადავყევი. თან, სკოლაში პედაგოგად ვმუშაობდი და ისე მრცხვენოდა იმ ხალხის, ვინც დედობასა და შვილის გაზრდას მიწუნებდა, სიკვდილს ვნატრობდი.

ნინო ჭანიშვილი, 35 წლის, სოფელი ბოხვაური, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

ქალი “მარშრუტკით” „პროფესიით დიპლომატი ვარ, საერთაშორისო ურთიერთობათა ისტორიას ვსწავლობდი. ახლა ეს ძალიან ტრენდულია, მაგრამ ჩემი სტუდენტობის პერიოდში ნაკლებად იყო, სტუდენტი რომ სწავლის პარალელურად მუშაობდა. ფინანსურად არ გვიჭირდა, მაგრამ გამოცდილებისთვის, დღეში ოთხი საათი მაღაზიაში ვმუშაობდი და მინიმალური ანაზღაურება მქონდა. მიმუშავია “საქართველოს ბანკშიც” „პრომოუტერად“, ასევე, სადაზღვევო კომპანიაში. ბანკში მუშაობის

ანა სუბელიანი, 31 წლის, თბილისი

„ბევრჯერ მიფიქრია, რომ მთელი ჩემი პიროვნება და ცხოვრებისეული გზა ჩემივე ბავშვობის ტრავმებმა განაპირობა. ნიჭიერი, გახსნილი და ინტერესიანი ბავშვი ვიყავი, შემეძლო, მთელი სამყარო შემესრუტა და მეც დიდი და ნათელი ენერგია გამეცა საპასუხოდ. სცენაზე პროფესიონალ მსახიობებთან ერთად ვიდექი, ვმღეროდი, ვცეკვავდი, გამორჩეულად კარგი მოსწავლე, ლაღი და ბედნიერი ბავშვი

თამარი, 37 წლის, თბილისი

"ერთ ღამეს, ქუჩაში, ჩემი უმწეო მდგომარეობით ისარგებლეს და იძალადეს. ცხრა თვეში ჩემი შვილი გაჩნდა. წლინახევრის ბავშვთან ერთად, თავის გატანა ქუჩაში მიწევს. მთაწმინდაზე დავიბადე. ერთი თვის ვიყავი, როცა ფიზიკური და გონებრივი შეზღუდულობის დიაგნოზით, მშობლებმა ნუცუბიძეზე, ჩვილ ბავშვთა სახლში ჩამაბარეს. ასეთ პატარას გონებრივი შეზღუდულობა რანაირად დამიდგინეს, არ ვიცი,

თამარ ნავერიანი, 26 წლის, მესტია/თბილისი სოფიკო ლობჟანიძე, 58 წლის, დედა

სოფიკო: თამუნა სვანეთში დაიბადა. მისი პრობლემა პირდაპირ კავშირშია იმ ფაქტორთან, რომ მთაში ვცხოვრობდით, აქ კი არ იყო სარეაბილიტაციო ცენტრი და სპეციალისტი, ვინც თამუნას დიაგნოზს დაუსვამდა და შემდეგ მკურნალობას დაუნიშნავდა. სამშობიარო ტრავმის შედეგად, თამუნას ცერებრული დამბლა და გონებრივი ჩამორჩენა ჩამოუყალიბდა. როცა ამას ჩემი დაკვირვებით მივხვდი, თბილისში ჩამოვიყვანე,

მარიამ ნანობაშვილი, 32 წლის, თბილისი

ამპუტაცია „დაახლოებით შვიდი წლის წინ, ჩუქურთმებიანი კარის სახელურზე დავეცი და ტრავმა მივიღე, ხელზე დიდი ჰემატომა მქონდა, რომელიც შემდეგ გაიწოვა. პერიოდულად კი მახსენებდა თავს პოსტტრავმული ტკივილი, თუმცა დიდად არ მაწუხებდა და ექიმმა როგორც თქვა, ყველაფერმა გაიარა. ორწელიწადნახევრის წინ, აქტიურად ვვარჯიშობდი და ვარჯიშისას, რაღაც მომენტში სარკეში შევამჩნიე, რომ