ლიანა ტატიშვილი, 71 წლის, ხაშური
ამბობენ, რომ მუსიკალურად თავიდანვე ნიჭიერი ბავშვი ვიყავი. მეც მახსოვს, საბავშვო ბაღში როცა ვმღეროდი, აკომპანიმენტი არასოდეს მომწონდა იმიტომ, რომ ეტყობა, ბუნებამ დამაჯილდოვა ძალიან დიდი ნიჭით და 3 წლის ასაკშიც ვხვდებოდი ცუდად დაკრულს. მუსიკალური სკოლა რომ დავამთავრე ხაშურში, სკოლის დირექტორმა, ნინა პაატაშვილმა, თბილისში ნიკა მიასნიკოვთან მიმიყვანა, რომელიც