თეონა ბაბუციძე, 20 წლის, სოფელი ქვემო აჩაბეთი/წეროვანი და სალომე მინდიაშვილი, 20 წლის, სოფელი ქემერტი/წეროვანი
„(სალომე) იმის გამო რომ ვართ დევნილები და განვიხილებით მოწყვლად ჯგუფებად, აქ, წეროვანში ორი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობდა და სხვადასხვა პროექტებს ახორციელებდა. შეიძლება ითქვას, რომ 2009 წლის ზამთრიდან დავიწყეთ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა. მე და თეონა ინგლისურში ვემზადებოდით ერთად და ის სულ იძახდა, რომ არ მესმის ხალხის, რომელიც