რეგიონები

ირინა ხელისუფალი, 47 წლის, წაღვერი

“წაღვერის სკოლის დირექტორი 3 წელია გავხდი, მანამდე ბორჯომის მესამე საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ვიყავი. ვფიქრობდი, რომ მაქვს ლიდერობის უნარი და გადავწყვიტე ჩემი თავი ამ სფეროში მომესინჯა, დავიწყე მეცადინეობა, ჯერ სასერთიფიკაციო მასწავლებლის გამოცდა ჩავაბარე, გავხდი უფროსი მასწავლებელი. მაგრამ ეს არ იყო ჩემთვის საკმარისი. ვგრძნობდი, რომ მეტი შემეძლო, რომ

ხათუნა ცხადაძე, 44 წლის, თბილისი

"წერა სკოლიდანვე მიყვარდა და მეხერხებოდა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ საკუთარი არასოდეს არაფერი დამიწერია. ძალიან გამიმართლა და კარგი ქართულის მასწავლებელი შემხვდა “აბიტურიენტობის“ დროს. იმ ადამიანმა მასწავლა წერა. უფრო სწორად, მასწავლა, „როგორ არ შეიძლება წერა“. საერთოდ, რაღაცის კარგად გასაკეთებლად ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე, ცუდი რა არის. ეს დღესაც

ნინო ბლუაშვილი, 21 წლის, გორი

„მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი სამხედროა, ამ თემაზე არასოდეს გვილაპარაკია და არასოდეს მქონია ამ საქმესთან შეხება. მწვანე ფორმასაც იშვიათად ვხედავდი სახლში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (შემდეგ ჟურნალისტიკა ავირჩიე), ჯერ კიდევ პირველ კურსზე ვიყავი, როცა ჩემმა მეგობარმა ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ჩააბარა. ძალიან მომწონდა ის ამბები,

ნინო ჟვანია, 43 წლის, თბილისი

„სწორედ იმის გამო, რომ ორი შვილი მყავს, კარგად ვხვდები როგორი ინდივიდუალურია ადამიანის ბუნება. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს ერთი გენეტიკა აქვთ, ერთნაირ გარემოში იზრდებიან და აღზრდის ერთიდაიგივე მეთოდებს ვიყენებ, ბავშვებს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ხასიათი აქვთ. სწორედ აქ არის მშობლის დილემაც - მოაქციოს საზოგადოების მიერ აღიარებულ ქცევის

ნათია ფურცელაძე, 30 წლის, ბაღდათი

ოცნება მასწავლებლობაზე ------------------------------------------------- "იმერეთის ერთ-ერთ პატარა ქალაქში ვცხოვრობდი. ჩემი მეგობრებისა და ჩემს იმდროინდელ აზროვნებას როცა ვიხსენებ, მიკვირს, როგორ ვაზროვნებდით ისე პროგრესულად მაშინ. ბუნებრივია, ოჯახის როლი უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ძალიან დიდი ძალა აქვს სასკოლო გარემოს. მეგობრებსაც გვისაუბრია ამ თემებზე და ასე დავასკვენით, რომ ჩვენ ბევრს ვკითხულობდით, მათ შორის -

ნარინე გინოსიანი, 45 წლის, ნინოწმინდა

ოჯახი „მამაჩემი ძალიან განათლებული კაცი იყო. ის ამ ჩვენს საზოგადოებას ძალიან ხშირად გვარიდებდა. ძალიან განსხვავებულად გვზრდიდა. დღემდე მისი დარიგეგებით ვცხოვრობ და ჩემს შვილებსაც ასევე ვზრდი. არასოდეს გვაძლევდა იმის უფლებას, რომ მეშჩანურ დონეზე დავშვებულიყავით. დედაჩემი მთელი ცხოვრება ექიმად მუშაობდა და მამას მის მუშაობასთან დაკავშირებით არასოდეს ჰქონია პრობლემა,

ხათუნა მაკალათია, 37 წლის, თბილისი

სცენაზე ------------------------------- „2002 წელი იყო. ჩემმა მეგობარმა ნიაზ დიასამიძეს რომ დაურეკა, მეგობარი მყავს, კარგ მუსიკას აკეთებს და იქნებ მოუსმინოთო. მეორე დღეს 33ა-ს სტუდიაში ფაქტის წინაშე დამდგარმა, ჩემი ძველი ლენინგრადის გიტარა ავიღე ხელში და დავუკარი. არც ვიცი, როგორ გავბედე. ძალიან ვღელავდი. მეორე დღესვე დამიბარეს ჩაწერაზე. იმ დღეს ნიაზმა

მარიტა ჭანიშვილი, 14 წლის, თბილისი

მასწავლებლები და მათი დამოკიდებულებები ------------------------------------------------------------------ "ხანდახან მგონია, რომ ჩვენი სკოლა და მასწავლებლები ისევ ძველ, საბჭოთა დროში არიან ჩარჩენილები. ამგვარი დამოკიდებულებები მგონი, თითქმის ყველა საჯარო სკოლაშია. აი, მაგალითად, ერთ-ერთი საგნის მასწავლებელი პირველად რომ გაგვეცნო, ბიჭებს უთხრა, რომ ბიჭებს უფრო მეტად მიექციათ მისი საგანისთვის ყურადღება, რადგან ეს საგანი, როგორც

სტელა ანდრიუკი, 35 წლის, თბილისი

„2013 წელს, ბელიაშვილის ქუჩაზე ავარიაში მოვყევი. მე გონება დავკარგე და მანქანასაც ცეცხლი გაუჩნდა. ახლომდებარე რესტორნის თანამშრომელმა ჯერ მძღოლი გადმოიყვანა და მერე მე. პირველი მე მოვედი გონზე, თავბრუ მეხვეოდა, სახსრის მოტეხილობა მქონდა, მაგრამ ტკივილს საერთოდ ვერ ვგრძნობდი, ისეთი შოკი მქონდა. იმას ვფიქრობდი, მთავარია ცოცხალი ვარ-თქო, ღმერთს