ანი წითლიძე, 29 წლის, ზუგდიდი
„ძაღლში გაცვლილი გურული ხარო“, მაგრამ მერვე თაობაა ზუგდიდში ვცხვრობთ. სკოლა 2003 წელს დავამთავრე. მაშინ, როცა მისაღებ გამოცდებზე ისევ დიდი კორუფცია იყო. დედა მასწავლებელი მყავს, მამა ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც უმუშევარია და ძირითადად, სოფლის მეურნეობით არის დაკავებული, ძმა ჩემზე პატარაა. შესაბამისად, შესაძლებლობა არ მქონდა თბილისში წავსულიყავი სასწავლებლად. ამ