ნათია ლომიძე, 33 წლის, „შინაპატიმარი“
„საბა წლინახევრის იყო, როცა დიაგნოზად ცერებრალური დამბლა დაუდგინეს. თუმცა აღმოჩნდა, რომ საბოლოო ჯამში მძიმე გონებრივი ჩამორჩენა ქცევითი აშლილობებით აღმოაჩნდა. ჩემმა ქმარმა 4 თვეში მიგვატოვა, ვერ გავუძლებ ამ ბავშვის ყურებასო და წავიდა. აგერ უკვე 11 წელია მარტო ვზრდი საბას. საბას დიაგნოზის გაგების შემდეგ, დედაჩემი იტალიაში წავიდა შრომით