რეგიონები

მადონა ოქროპირიძე, 61 წლის, დისევი/კოდა

1991 წლიდან ომში ვიყავით და ჩვენივე სიცოცხლის ფასად ვინარჩუნებდით თითოეულ გოჯ მიწას. ჩემი მეუღლეც ამას შეეწირა 1992 წელს. ვიცოდით, რომ წინა დღეს ერედვზე თავდასხმა მოხდა და იქიდან ტყვეები წაიყვანეს. ხომ იცით, ციხე ისევ შიგნიდან ტყდება. ქართველებისგან ვიყავით ჩაშვებული რამდენიმე ოჯახი, აქტიური ლიდერები ვინ სად ვცხოვრობდით და

ლიკა მეგრელაძე, სოფელი წითელმთა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

“კომლი” “კომლის” ისტორია ძალიან საინტერესოა და თემატურადაც თუ შევხედავთ, ძლიერი, ყოჩაღი ქალების ამბავიცაა. დღემდე სოფლის მოსახლეობა კომლებით აღიწერება, ეს არის თითოეული ცალკე მდგომი ოჯახი სოფელში. საინტერესოა ამ სიტყვის ეტიმოლოგიაც - სიტყვა “კვამლიდან” მოდის, ანუ ეს არის ადგილი, საიდანაც კვამლი პერმანენტულად, ზამთარ-ზაფხულ ამოდის. კვამლის ამოსვლა იმას ნიშნავს,

აითაჯ ხალილლი, 23 წლის, სოფელი ვახტანგისი, გარდაბანის მუნიციპალიტეტი

"საზღვრისპირა სოფელში დავიბადე, ვახტანგისში. ამ სოფელში მოსახლეობის 90% აზერბაიჯანელია. შესაძლებლობა არ მქონდა სოფლის იქითაც მემოგზაურა, ამიტომაც მეგონა, მთელი სამყარო ეს სოფელი იყო და ამის იქით სხვა საქართველო ჩემთვის არ არსებობდა. მეოთხე კლასამდე, ჩემს სკოლაში ქართული ენა მხოლოდ კვირაში 3 ჯერ ისწავლებოდა. ერთი, ძალიან მკაცრი ქართულის მასწავლებელი

თამარ ჯაყელი, 24 წლის, თბილისი

21 წლამდე, 5 წელი გავატარე ამერიკაში - ჯერ FLEX-ით წავედი, მერე სტიპენდია მომცეს და უნივერსიტეტში დავრჩი. სულ მაინტერესებდა აქტივიზმი საქართველოში და იქიდან ვაკვირდებოდი წლების განმავლობაში. ამიტომ, როგორც კი ჩამოვედი, მაშინვე აქტივიზმში ჩართვა მინდოდა, მაგრამ სამსახურის ძებნის პროცესში, NGO სექტორში აღმოვჩნდი. თავიდან ძალიან მიხაროდა და პირველი

მზია შარაშიძე, 46 წლის, სოფელი ციხისფერდი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

"15 წლის გავთხოვდი, 16 წელი მეუღლესთან შევასრულე. მანამდე წესიერად ნანახიც არ მყავდა, ერთადერთხელ, ბახმაროში, დედაჩემის რესტორანში შემოვიდა სიგარეტის საყიდლად. თვითონ შავგრემანი ბიჭი იყო, ბახმაროს მზეც თავისებურ ფერს აძლევს ადამიანს, მაშინ უცხოელები არ იყვნენ ჩვენს ქვეყანაში დიდად და რომ გადიოდა, დედაჩემს ვკითხე - დე, ნეტა, ქართველია

მარიამ კვარაცხელია, 27 წლის, თბილისი

ვარ ბისექსუალი ქალი, “თბილისი პრაიდის” თანადამფუძნებელი და ლგბტ ქვიარ აქტივისტი. 13-14 წლის ვიყავი, როცა პირველად მქონდა ქალთან ურთიერთობა, ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება, მაგრამ მაშინ იმდენად უცხო და მიუღებელი იყო ეს ყველაფერი, დავბლოკე ჩემს გონებაში, თითქოს არც კი მომხდარა. ბევრი ამბობს, ადრე ჰომოფობი ვიყავიო. ეგ ჩემს

თაკო ილურიძე, 24 წლის, გორი

სექტემბერში, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიით, იტალიაში წავედი სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად. ჩასვლის დღიდან იტალიურს ვსწავლობდი. ამერიკელი ჯგუფელები მყავდა, რომლებიც, ჩემგან განსხვავებით, მხოლოდ 6 თვით რჩებოდნენ რომში და ამიტომ, სულ მოგზაურობდნენ. პანდემია რომ დაიწყო, ჯერ მილანში წავიდნენ და მერე ვენეციის იმ ცნობილ ფესტივალზე, რომელიც თავიდანვე არ გააუქმეს

ნინო კალანდია, 44 წლის, თბილისი

გაცნობა ეს ამბავი სრულიად შემთხვევით მოხდა. 37 წლის ვიყავი და სამხედრო ბაზაზე ვმუშაობდი თარჯიმნად. ექვს თვეში ერთხელ ამერიკელი საზღვაო ქვეითები ჩამოდიოდნენ საქართველოში და ერთ-ერთი როტაცია რომ ჩამოვიდა, გადაწყვიტეს, თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში წასულიყვნენ და დახმარება შეეთავაზებინათ, ბალახის გაკრეჭა იქნებოდა ეს თუ ასაშენებელ-დასანგრევი რამე. მეც გამაყოლეს. აღმოჩნდა, რომ

ნინი ნარიმანიძე, 29 წლის, თბილისი

„ჩემი ოჯახი რომ არა, არ ვიცი, სად ვიქნებოდი, ვინ ვიქნებოდი, სახელიც კი არ ვიცი, რა მერქმეოდა. ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში, რომ მათთან მოვხვდი. დიდ ოჯახში გავიზარდე. ბებიას პედაგოგიური ჰქონდა დამთავრებული, ბაბუა სამხედრო იყო, ომის ვეტერანი. სამი ქალიშვილი გაზარდეს და საკმაოდ კარგი განათლება მისცეს, დედაჩემი იურისტია, ერთი დეიდა