ნინო დოფიძე, 38 წლის, ხაშური
„ისე გავიზარდე, არავინ მაგრძნობინებდა და ბავშვობაშიც ვერ ვხვდებოდი, რომ სხვანაირი ვიყავი. ერთ დღეს, როცა გარეთ ბავშვებთან ერთად სირბილი მინდოდა და დედა ვერ მიხსნიდა, რატომ არ მიშვებდა, სარკის წინ დამაყენა და მითხრა, ნუ გავიწყდება, როგორი ხარო. ეს იმიტომ გააკეთა, რომ ჩემს მდგომარეობას ბოლომდე ვერ ვიაზრებდი და