ლეილა მამედოვა, 43 წლის, მარნეული, მერობის კანდიდატი
„ძალიან გამიმართლა, მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულ აზერბაიჯანულ თემში გავიზარდე და ჩემს მშობლებს არ ქონდათ უმაღლესი განათლება, დედამ და მამამ ყველაფერი გააკეთეს, რომ თავის ექვსივე შვილს უმაღლესი განათლება მიეღო. მამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო, სმენისა და მეტყველების შეზღუდვებით. მახსოვს, ბავშვობაში დედას მცირე ნაკვეთში მოყავდა ბოსტნეული და