ნანა დიხამინჯია, 40 წლის, თბილისი
„ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი ვარ, კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი. პროფესიით მათემატიკოსი ვარ. სადოქტორო გამოყენებით მათემატიკაში მაქვს დაცული, მაგრამ პროგრამირების სფეროში 22 წლიდან ვმუშაობ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა და პროგრამირება მაშინ დამჭირდა პირველად, სამეცნიერო გათვლებისთვის. პარალელურად გეოსაინფორმაციო