მარიამ ქველიაშვილი, ქუთაისი
„ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე, თუმცა სწავლის პროცესში აღმოვაჩინე, რომ, რეალურად, სულ სხვა სფერო მაინტერესებდა. მამაჩემი მოყვარული ფოტოგრაფი იყო. მახსოვს, ფირის კამერა „ზენიტი“ ჰქონდა. ფოტოებსაც თავად ამჟღავნებდა პატარა, ჩაბნელებულ ოთახში, სადაც მე და ჩემს და-ძმას არ გვიშვებდა, არადა ფირის გამჟღავნების პროცესის ნახვა ძალიან მინდოდა. ფოტოგრაფიისადმი ინტერესი მაშინ