კ-პ

ნინო ანდრიაძე, 38 წლის, თბილისი

„ქალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერი კარიერულ წინსვლაში მისი ორსულობის პერიოდია და ამ მდგომარეობისადმი ნულოვანი ტოლერანტობა სამსახურში. შესაძლო დეკრეტული შვებულებით გამოწვეული არაპროდუქტიულობა დამსაქმებლისთვის ალბათ ის იარლიყია, რომელსაც ყველა ქალს მიაკერებს და მის სარგებლიანობას ეჭვქვეშ აყენებს. ამ დროს დაცულობის განცდა ქალისთვის თითქმის ნულოვანია. ცხადია, პირში არავინ გეუბნება, მაგრამ

ლუსინე თამარიანი, 19 წლის, ბათუმი

„მე-8 კლასში ვიყავი დედას თურქეთში გავყევი პლანტაციაში სამუშაოში მისახმარებლად. ხელმოკლედ ვცხოვრობთ. პროფესიის არჩევის დრო როცა დამიდგა, გადავწყვიტე არჩევანი გამეკეთებინა ისეთ პროფესიაზე, რაც მაინტერესებდა და რაც ჩვენს შემოსავლებს გაზრდიდა. ჩემი თანატოლი გოგოები ძირითადად „ქალურ“ პროფესიებს ირჩევენ, მაგრამ მე ზღვაოსნობის კუთხით გადავწყვიტე წასვლა. მეზღვაურებს ყოველთვის კარგი ანაზღაურება

მაგდა ბეჟანიშვილი, 25 წლის, თელავი

„უნივერისტეტში ჩაბარება იყო ჩემი ყველაზე დიდი ბარიერი, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ გადავლახე მასწავლებლებიდან და ფინანსებიდან გამომდინარე. შესაბამისი ცოდნის მქონე მასწავლებლები თელავში არ არიან. მეთორმეტე კლასში უსინათლოთა სკოლიდან, თელავის საჯარო სკოლაში გადმოვიტანე საბუთები. ძირითადად მაშინ მივდიოდი, როცა ჩემი მეგობარი იყო, რადგან ლანას გარეშე თავს იქ კომფორტულად ვერ

მარი კოდუა, 23 წლის, დარჩელი

„ტრაქტორის მართვა ჩემით ვისწავლე. ხანდახან ოპერატორ კაცს არ ეცალა, მე კიდევ მეურნეობაში საქმე მიფუჭდებოდა. ასევე მინდოდა, მეც ადვილად შემესრულებინა სოფლის მეურნეობის ის სამუშაოები, რასაც ხშირად ქალები ხელით აკეთებენ. 1 ჰექტარი მიწის გათოხვნას და მერე სასუქის შეტანას 3 დღე და 4 ადამიანური რესურსი სჭირდება, მაშინ, როცა

ნინო მაღლაფერიძე, 35 წლის, ქუთაისი

„საბა არის 11 წლის. ფიზიკურად ძალიან ლამაზი, ემოციური და დადებითი. მისგან მხოლოდ სითბო და პოზიტივი მოდის. საბასთან პრობლემა შეგვექმნა მაშინ, როდესაც იყო 4 წლის. არ მეტყველებდა. გარეგნული, ფიზიკური ან სხვა რაიმე შეზღუდვები არ ჰქონდა. ამ გამოცდილებიდან რომ ვფიქრობ და თან მე მეორე შვილიც შემეძინა, საბას

ნათია გვიანიშვილი, 30 წლის, თბილისი

„ჩემს იდენტობას სახელი 17 წლის ასაკში დავარქვი, მაგრამ სახელის დარქმევა არ იყო ძნელი იმიტომ, რომ გააზრება რომ ლესბოსელი ვიყავი ძალიან ლოგიკური იყო. ბავშვობიდან მომწონს ქალებთან ყოფნა, სოციალურადაც და ემოციურადაც და მოზარდობაში კიდევ სექსუალური ასპექტი რომ დაემატა, ძალიან ჰარმონიულად ჩაჯდა. ყველაზე უარყოფითი გამოცდილება, რაც მქონია, დაკავშირებულია ჩემს

მარიკა ქავთარაძე, ხადას ხეობა, სოფელი წკერე

„სკოლა წარჩინებით დავამთავრე და სამედიცინო სასწავლებელში მოვეწყვე. ძალიან მინდოდა ამ სფეროში მუშაობა გამეგრძელებინა. მერე გავთხოვდი, შვილები შემეძინა და სწავლის გაგრძელება ვერ მოვახერხე. შვიდი შვილი მყავს. უფროსი 17 წლისაა, უმცროსი 9 თვის. იმის გამო, რომ ხადას ხეობაში საბავშვო ბაღი არ გვაქვს, ბავშვების მარტომ გაზრდა მომიწია და

ნუცა, 24 წლის, თბილისი

"ჩემს თავს ქვიარს ვეძახი. არც ერთს არ მივეკუთვნები, არც ლესბოსელს, არც ბისექსუალს, მაგრამ ურთიერთობისას უპირატესობას გოგოებს ვანიჭებ. საკუთარ თავს დაახლოებით 2 წლის წინ გამოვუტყდი და პირველ რიგში მეგონა, რომ ღმერთი დამსჯიდა. რელიგიური და მორწმუნე ვიყავი იმიტომ, რომ ასე გამზარდეს. არ ვიცოდი მართლმადიდებლობის იქით თუ რამე არსებობდა.