კ-პ

მარიამ ქველიაშვილი, ქუთაისი

„ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე, თუმცა სწავლის პროცესში აღმოვაჩინე, რომ, რეალურად, სულ სხვა სფერო მაინტერესებდა. მამაჩემი მოყვარული ფოტოგრაფი იყო. მახსოვს, ფირის კამერა „ზენიტი“ ჰქონდა. ფოტოებსაც თავად ამჟღავნებდა პატარა, ჩაბნელებულ ოთახში, სადაც მე და ჩემს და-ძმას არ გვიშვებდა, არადა ფირის გამჟღავნების პროცესის ნახვა ძალიან მინდოდა. ფოტოგრაფიისადმი ინტერესი მაშინ

მარიკო კობახიძე, 35 წლის, თბილისი

„ორ წლამდე სრულიად ჯანმრთელი ვიყავი. ორი წლის ასაკში მაღალი სიცხეები დამეწყო, საქართველოში ვერ დაადგინეს რა მჭირდა და ერთი წლის დაგვიანებით, რუსეთში დამისვეს დიაგნოზი - რევმატოიდული პოლიართრიტი. საქართველოში ეს დაავადება ყოველ მეათე ხანშიშესულ ადამიანს აქვს, მაგრამ მე ადრეულ ასაკში აღმომაჩნდა და დროთა განმავლობაში რთულ ფორმებში გადავიდა.

მერი ეზიეშვილი, 27 წლის, ოზურგეთი, გურია

"ოზურგეთში დავიბადე და გავიზარდე. სოციალური მედია და პროგრამირება კი მაინტერესებდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ბიზნესი ან ბუღალტერია და აუდიტი უფრო იყო ჩემი საქმე. აუდიტი ვისწავლე კიდეც, მაგრამ ამ მიმართულებით აღარ წავედი, მივხვდი, რომ სხვა რაღაც მაინტერესებდა და სიახლეს ვეძებდი. სხვადასხვა აქსესუარებს – საფულეებს, სამაჯურებს, დეკორატიულ ნაძვის

ნუკა (ნუნუ) გვიჭიანი, 43 წლის, ლენტეხი

''ლენტეხის რაიონის სოფელ ხელედში ცერებრალური დამბლით დავიბადე, 9 კლასიც იქ დავამთავრე. ჩემმა მშობლებმა იმდენი იბრძოლეს, 5 წლის ასაკში ფეხზე დამაყენეს და წლების განმავლობაში დამოუკიდებლად სიარული შემეძლო. 30 წლის რომ ვიყავი, ფეხის ანთება დამემართა, რის გამოც სიარულის შიში დამეწყო და მას შემდეგ დამოუკიდებლად ვეღარ გადავაადგილდები. 15 წლის

მაცაცო ხაჭაპურიძე, 33 წლის; ანა ხაჭაპურიძე, 23 წლის

მაცაცო: „მე ვოლფრამის სინდრომის მქონე პირი ვარ, მრავლობითი შეზღუდვით - უსინათლო, სმენადაქვეითებული, შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით. ეს ოთხივე სიმპტომი ვოლფრამის სინდრომის გამოვლინებაა. ორწლინახევრის ვიყავი, როცა სიმპტომები პირველად გამოვლინდა. შაქრიანი დიაბეტი დამემართა, თუმცა დიაბეტი ძალიან ბევრს აქვს და მაშინ არც დასმულა კითხვა, სხვა რამესთან ხომ არ გვქონდა საქმე.

ნათელა გრიგოლია-ვახვახიშვილი, 77 წლის, ბოლნისი

„1943 წელს, როცა მე დავიბადე, გერმანელები უკვე გადასახლებული იყვნენ ბოლნისიდან, მაგრამ შემორჩენილი იყვნენ, ძირითადად, გერმანელი ქალები, რომლებიც სხვადასხვა ეროვნების კაცებზე - იქნებოდა ეს სომეხი, ბერძენი, აზერბაიჯანელი თუ სხვა, ბოლნისში იყვნენ გათხოვილი. ბოლნისელი შვაბები ----------------------------------- გერმანელები ანუ შვაბები, მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩამოსახლდნენ სამხრეთ გერმანიიდან ბოლნისში, მაშინდელ ეკატერინენფელდში. სადაც ამჟამად

ნატალია ჩიტიაშვილი, 34 წლის, თბილისი

“23 წლის, სიყვარულით დავქორწინდი და ექვსი თვის იყო ჩემი შვილი, როცა ქმარს დავშორდი – მუდმივად კონფლიქტური სიტუაციები გვქონდა. ამის შემდეგ, არასდროს არაფერში დამხმარებია, არც ალიმენტს იხდის და ახლა, როცა ნინიკო უკვე 10 წლისაა, ალბათ, შვიდჯერ თუ ეყოლება ნანახი. სახლში, მშობლებთან დავბრუნდი, რომლებიც გვერდით დამიდგნენ და

ნინი ბოჭორიძე, 21 წლის, თელავი

"სულ ვამბობ, რომ თელავი „დაბერდა.“ როგორც ყველა სხვა რეგიონში, აქედანაც ხდება "ახალგაზრდა ტვინების" გადინება - ბაკალავრიატს დაასრულებენ თუ არა, დიდ ქალაქებში მიდიან. ჩვენ თუ არ შევცვლით, სხვა ისე შეცვლის, როგორც მას სურს და ვხედავთ, რომ ასეთმა შეცვლამ დიდი სიკეთე ვერ მოგვიტანა. უკვე რამდენიმე წელია, თელავში, ახალგაზრდული ინტერესების