ნინო თარხნიშვილი, 37 წლის, თბილისი
„რთული პროფესიაა რეპორტიორობა. მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და ცოდნას მოითხოვს, არამედ იმიტომ, რომ ქალებისგან სხვა, ხანდახან „განსაკუთრებულ“ ფიზიკურ მონაცემებსაც მოითხოვს. აი, მაგალითად, კარგია, თუ კარგად სირბილი შეგიძლია და ადვილად არ იღლები. იმიტომ, რომ კაცმა არ იცის, მასალის ასაღებად წასულს, რა პირობებში მოგიწევს