კ-პ

ლუიზა დუდაევა-ასკილაშვილი, 72 წლის, ერედვი-კოდა

დედით ქართველი ოსი ვარ, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ მე საქართველოში დავიბადე და ცხინვალი საქართველოა. დედა ჩემზე მშობიარობას გადაჰყვა და მის გარეშე გავიზარდე. საკმაოდ ლამაზი გოგო ვიყავი, თან კარგად ვმღეროდი და სკოლამ გორის მუსიკალურ სასწავლებელში მომაწყო. იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, რომელიც ანსამბლში მღეროდა. მე კიდევ სიმღერის

ნონა სამხარაძე, 35 წლის, მარნეული

როგორ გავხდი აქტივისტი „საკუთარ თავს სამოქალაქო აქტივისტს ვუწოდებ, თუმცა იყო პერიოდი, არც გენდერი ვიცოდი, რა იყო და ადრეულ ასაკში ქორწინებაც ჩვეულებრივი ამბავი მეგონა. 2003 წელს, ჩემი 15 წლის დაც გათხოვდა და ეს პრობლემად საერთოდ არ მიმაჩნდა მაშინ. 2005 წელს, შევხვდი ქალს სამცხე-ჯავახეთიდან, რომელსაც ქალების ორგანიზაცია ჰქონდა,

მადონა ოქროპირიძე, 61 წლის, დისევი/კოდა

1991 წლიდან ომში ვიყავით და ჩვენივე სიცოცხლის ფასად ვინარჩუნებდით თითოეულ გოჯ მიწას. ჩემი მეუღლეც ამას შეეწირა 1992 წელს. ვიცოდით, რომ წინა დღეს ერედვზე თავდასხმა მოხდა და იქიდან ტყვეები წაიყვანეს. ხომ იცით, ციხე ისევ შიგნიდან ტყდება. ქართველებისგან ვიყავით ჩაშვებული რამდენიმე ოჯახი, აქტიური ლიდერები ვინ სად ვცხოვრობდით და

ლიკა მეგრელაძე, სოფელი წითელმთა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

“კომლი” “კომლის” ისტორია ძალიან საინტერესოა და თემატურადაც თუ შევხედავთ, ძლიერი, ყოჩაღი ქალების ამბავიცაა. დღემდე სოფლის მოსახლეობა კომლებით აღიწერება, ეს არის თითოეული ცალკე მდგომი ოჯახი სოფელში. საინტერესოა ამ სიტყვის ეტიმოლოგიაც - სიტყვა “კვამლიდან” მოდის, ანუ ეს არის ადგილი, საიდანაც კვამლი პერმანენტულად, ზამთარ-ზაფხულ ამოდის. კვამლის ამოსვლა იმას ნიშნავს,

მზია შარაშიძე, 46 წლის, სოფელი ციხისფერდი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

"15 წლის გავთხოვდი, 16 წელი მეუღლესთან შევასრულე. მანამდე წესიერად ნანახიც არ მყავდა, ერთადერთხელ, ბახმაროში, დედაჩემის რესტორანში შემოვიდა სიგარეტის საყიდლად. თვითონ შავგრემანი ბიჭი იყო, ბახმაროს მზეც თავისებურ ფერს აძლევს ადამიანს, მაშინ უცხოელები არ იყვნენ ჩვენს ქვეყანაში დიდად და რომ გადიოდა, დედაჩემს ვკითხე - დე, ნეტა, ქართველია

მარიამ კვარაცხელია, 27 წლის, თბილისი

ვარ ბისექსუალი ქალი, “თბილისი პრაიდის” თანადამფუძნებელი და ლგბტ ქვიარ აქტივისტი. 13-14 წლის ვიყავი, როცა პირველად მქონდა ქალთან ურთიერთობა, ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება, მაგრამ მაშინ იმდენად უცხო და მიუღებელი იყო ეს ყველაფერი, დავბლოკე ჩემს გონებაში, თითქოს არც კი მომხდარა. ბევრი ამბობს, ადრე ჰომოფობი ვიყავიო. ეგ ჩემს

ნინო კალანდია, 44 წლის, თბილისი

გაცნობა ეს ამბავი სრულიად შემთხვევით მოხდა. 37 წლის ვიყავი და სამხედრო ბაზაზე ვმუშაობდი თარჯიმნად. ექვს თვეში ერთხელ ამერიკელი საზღვაო ქვეითები ჩამოდიოდნენ საქართველოში და ერთ-ერთი როტაცია რომ ჩამოვიდა, გადაწყვიტეს, თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში წასულიყვნენ და დახმარება შეეთავაზებინათ, ბალახის გაკრეჭა იქნებოდა ეს თუ ასაშენებელ-დასანგრევი რამე. მეც გამაყოლეს. აღმოჩნდა, რომ

ლუსო დოსტიბეგიანი, 25 წლის, თეთრიწყარო

მიგრანტების შვილი ------------------------------------- პირველ კლასში შევდიოდი მამაჩემი რომ წავიდა და ლამის მთელი ცხოვრებაა საბერძნეთშია. მეორე კლასში ყოფნის დროს კი დედაც გაჰყვა, მაგრამ ორ წელში უკან დაბრუნდა. მაშინ, როცა უკვე მეცხრე კლასში გადავედი და ჩემი ძმა აბარებდა, მამა ცდილობდა, მთელი ოჯახი ერთად წავეყვანეთ. ვიღაცამ სერიოზულად მოატყუა საბუთებთან დაკავშირებით