რეგიონები

დაკა ბერძენიშვილი, 52 წლის, ხიდისთავი/გურია

დაბრუნება ------------------ მე გურიაში, ჩოხატაურში დავიბადე, სკოლაც აქ დავამთავრე და ქუთაისში ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ ისევ აქ ჩამოვედი. ისე მოხდა, რომ 90-იან წლებში თბილისში გადავედი სამუშაოდ და 15 წელზე მეტი ვცხოვრობდი იქ. ეს მეუღლის ოჯახის სახლია, აქ ზაფხულობით დასასვენებლად ჩამოვდიოდით. ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი რაიონში მაქვს გატარებული

ლელა ხინიკაძე, 48 წლის, ძიმითი/გურია

14 წლის შვილი მყავს და მარტოხელა დედა ვარ. საკმაოდ გვიან, 32 წლის ასაკში გავთხოვდი და 34 წლის ვიყავი, შვილი რომ შემეძინა. ბავშვი ძვლოვანი სტრუქტურის განვითარების პრობლემით დაიბადა და არავის ეგონა ფეხზე თუ გაივლიდა. იმდენად მძიმე იყო, რომ არც მინდა იმ პერიოდის გახსენება. მას ახლაც კი

გედა დარჩია 26 წლის, ლანჩხუთი/თბილისი

ფოტოგრაფია თავიდან უბრალოდ ჩემი ჰობი იყო, რომელსაც მოგვიანებით სერიოზულად მოვეკიდე.  ძალიან მომწონს თვითონ გადაღების პროცესი. მიუხედავად იმისა რომ ვთვლი, კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი და აპარატიც დიდად ხელს არ მიწყობს, რადგან მოძველდა უკვე, ჩემთვის ფოტოგრაფია არის ემოციებისა და დამოკიდებულებების გამოხატვა. ზოგადად ხელოვნებაც ხომ ეგ არის, ადამიანი

ანანია გაჩეჩილაძე, ასაკი 22 წლის, თბილსი

სექსუალობის გააზრება ------------------------------------- ყოველთვის საკუთარ თავთან მყოფი ბავშვი ვიყავი და Playstation-ის თამაში მერჩივნა, ადამიანებთან ურთიერთობას. 16 წლამდე  არანაირი ლტოლვა არ მიგრძვნია არც ბიჭების და არც გოგოების მიმართ. მიუხედავად ამისა, ხასიათს მკაფიოდ ვავლენდი და საკუთარ თავთან კომფორტულად ყოფნა დღესაც შინაგანი სამყაროს ნაწილია. კარგად მახსოვს როდის გავიაზრე საკუთარი სექსუალობა პირველად.

ნათია აფციაური, 23 წლის, თბილისი

„სტუდენტი ვიყავი როცა გავთხოვდი. მე და ჩემი მეუღლე პატარები ვიყავით და არ ვიჩქარეთ ბავშვის გაჩენა. კი ვგეგმავდით, მაგრამ ისე მოხდა, რომ მაინც მოულოდნელად დავრჩი ორსულად. რთული ორსულობა მქონდა, მაღალი წნევებით. შვიდთვენახევრის ორსულს ძალიან ამიწია წნევებმა, არანაირი წამალი აღარ მიგდებდა.  ექოსკოპიაზე რომ მივედი პრეეკლამპსია აჩვენა, ანუ

სოფიო ჯეთერიშვილი, 19 წლის, დედოფლისწყარო/თელავი

„ჩემი აზრით ადამიანს რისი კეთებაც უნდა, რაც მის სულშია, იმას ყოველთვის გააკეთებს.  მთელი ბავშვობა დამოუკიდებელი მინდოდა ვყოფილიყავი. ძალიან ბევრჯერ მქონდა ამის მცდელობა, რამდენჯერმე გავიქეცი, გავიპარე სახლიდან. არ ვიცი რატომ, მაგრამ ბავშვობიდანვე, სულ პატარა ვიყავი და ვიცოდი  უკვე, რომ არ მინდოდა იმ სახლში ყოფნა, სადაც არ

ლამარა ბერიანიძე, 62 წლის, ტყიბული

„სპეციალობით მარკშეიდერი, სამთო ინჟინერი ვარ. რაც პოლიტექნიკური ინსტიტუტი დავამთავრე, მას შემდეგ ტყიბულში ვარ. აქ მოვხვდი გადანაწილებით. 1981 წელს, როდესაც ინსტიტუტს ვამთავრებდი, კანონის მიხედვით, მინიმუმ 3 წელი გადანაწილების ადგილას უნდა გემუშავა, დიპლომი რომ აგეღო. მაშინ ტყიბულში, ორჯონიკიძის სახელობის შახტა მუშაობდა, რომელიც ახლა ლიკვიდირებულია. სწორედ მანდ, სამარქშეიდერო განყოფილებაში

ეთერი კოზინა, 40 წლის, თბილისი/გორი

მამა და თავისუფლება „არასდროს მომწონდა გოგოების სათამაშოები. ჩემი პირველი საჩუქარი სათამაშო მანქანა და თოფი იყო. ძირითადად მამაჩემს მოჰქონდა. მამას ჩემი ბიჭური ხასიათი და თვისებები მოსწონდა და ამით აღფრთოვანებულიც კი იყო. მე ფეხბურთიც მიტაცებდა და ჩემს უფროს ძმაზე უკეთესად ვთამაშობდი კიდეც. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ მამაჩემი მზრდიდა