შალალა ამირჯანოვა, 19 წლის, მარნეული
„მე შალალა მქვია. „შალალა“ ჩემს ენაზე ჩანჩქერს ნიშნავს. ერთადერთი გოგო ვარ ჩემი ყოფილი კლასიდან, ვინც გათხოვილი არ არის. გასულ წელს ექსტერნად დავამთავრე მარნეულის სკოლა და ილია უნიში ჩავაბარე მეცნიერებათა ხელოვნების ფაკულტეტზე, სოციოლოგიაზე. რომ ჩავაბარე, ერთი წელი მარტო ქართულს ვსწავლოდი. მეორე წელს დავიწყე საგნების სწავლა. დედაჩემის