სალომე კვარაცხელია, 30 წლის, თბილისი ლანა კვარაცხელია, 28 წლის, და
სალომე: „ჩემი დიაგნოზი ორმხრივი სენსონევრალური, უმძიმესი, მეოთხე ხარისხის სმენის დაქვეითებაა. 2015 წელს, პირველად შევამჩნიე სმენის ხარვეზები და შესამოწმებლად რომ მივედი, მარჯვენა ყურში უკვე 60%-ით იყო სმენა დაქვეითებული, მარცხენაში კი - 30%-ით. მკურნალობა დავიწყე, გადასხმები გამიკეთეს, სმენის დაქვეითების პროცესი რომ შეეჩერებინათ, მაგრამ არ მიშველა. მალე ორივე ყურში