სალომე შეკიშვილი, 29 წლის, თბილისი
„ყველაზე მეტად გადაჭარბებული მზრუნველობა არ მსიამოვნებს. როცა ხედავენ, რომ ხელჯოხით გადავაადგილდები, მაშინვე დახმარებას ცდილობენ, მიუხედავად იმისა, მჭირდება ეს თუ არა, ან ჩემ ნაცვლად ასრულებენ წინადადებას. ერთხელ, დედასთან ერთად, პირადობის დამადასტურებელი ბარათის ასაღებად მივედი იუსტიციის სახლში. მომსახურე პერსონალი მე არ მაქცევდა ყურადღებას და ჩემ მაგივრად, დედაჩემს