რეგიონები

ნანა ჩქარეული, 39 წლის, ახალგორი/წეროვანი

„ძალიან ჩვეულებრივად ვცხოვრობდი და ძალიან ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, არაფრით ვიყავი აქტიური და გამორჩეული. მაგრამ სტუდენტობის შემდეგ, როცა ახალგორში დავბრუნდი და დავინახე, რომ ძალიან ერთფეროვანი იყო ცხოვრება, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, მაშინ გამიჩნდა სურვილი, რომ რაღაცა ორგანიზაცია გამეკეთებინა ან ორგანიზება გამეკეთებინა ახალგაზრდებისთვის, რომ რაიმე სახის აქტივობები განგვეხორციელებინა ადგილზე.

ეკა ტყემალაძე, 33 წლის, თბილისი

“უკრაინაში დავიბადე, ქალაქ ოდესაში. ჩემი ბავშვობიდან რაც მახსოვს, ჩემი სახლია. იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი უკრაინაში, მეორე სართულზე

ელენე ხოშტარია, 37 წლის, თბილისი

„მე ჩემი თავი ყოველთვის აქტიური მახსოვს. სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც. საქმის კეთება ყოველთვის იყო ჩემთვის პრიორიტეტი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, აქტიური ცხოვრება ხელს არ მიშლიდა ინტენსიურ პირად ცხოვრებაში. 2004 წელს, როცა მუშაობა დავიწყე, როგორც საჯარო მოხელემ, ზუსტად იგივე რეჟიმი მქონდა, როგორც ახლა. შესაძლოა ახლა უფრო ვჩანვარ, მაგრამ ჩემი

ნინო ტყეშელაშვილი, 1874-1956

„`ქართველი ქალები, საქართველოს უძველესი დედაქალაქის თბილისისა, მივესალმებით რუს ქალთა ყრილობის გახსნას. დიდებული ქართველი ქალების ბრწყინვალე სახელები წარსულისა თავდებია ქართველი ქალების მომავლისაც. ქართველმა ქალებმა არასოდეს არ იცოდნენ მონობა და ჩვენ არ ვუღალატებთ ამ ტრადიციას. ქალის თავისუფლების და კულტურული განვითარების დაცვისთვის ერთად ვართ, თქვენთან ხელიხელჩაკიდებული“ (ჟურნალი „საქართველოს ქალი“,

ნინო მაისურაძე, თელავი

"მის დაბადებამდე ვეწეოდი ჩვეულებრივ საზოგადოებრივად აქტიურ ცხოვრებას - ვმუშაობდი თელავის საბავშვო ბიბლიოთეკაში, მქონდა უბანში მაღაზია, ტელეფონზე სალაპარაკო პუნქტები და ასე ვთქვათ, ჩვენ არ გვიჭირდა იმ პერიოდში, როცა ხალხს ძალიან უჭირდა თავის რჩენა. ყველაფერს დავანებე თავი იმის გამო, რომ ჩემს შვილს აქვს ჯანმრთელობის მხრივ დიდი პრობლემა.

ეთერი გვარამაძე, 86 წლის, რუსთავის მოხუცთა თავშესაფარი

„წარმოშობით გურული ვარ, მაგრამ თბილისში ვცხოვრობდი. მე და ჩემი მეუღლე ოჯახის მდგომარეობის გამო მოვხვდით რუსთავში. რუსთავი ჩემთვის სრულიად უცხო და ახალი იყო, არავინ მყავდა აქ. ქალაქის ნაწილი რომ იყო, ან უნდა გაიზარდო აქ, ან სწავლობდე ან უნდა მუშაობდე, მე ეს ყველაფერი თბილისში მქონდა. მაგრამ ვერ

ნუცა ერისთავი, 26 წლის, თბილისი

„ჟურნალისტიკა რომ დავამთავრე, წავედი ინგლისში, ინგლისური ენის მოკლე კურსი გავაკეთე და მამიდაჩემთანაც ვმუშაობდი, ქართული კაფე აქვს და ვეხმარებოდი. ორი წელი გამომივიდა იქ ყოფნა, სადაც ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი. აარონი არის შავკანიანი და წარმოშობით იამაიკიდანაა. ჩემი მასთან ურთერთობა ძალიან საინტერესო იყო თავიდანვე - მე ღია ვარ ყველა

დადა, 30 წლის, თბილისი

„მე და მამა ვცხოვრობთ ქირით. მამას გულის დაავადება აქვს და კვირაში 100 ლარის წამლები მაინც სჭირდება. დედა ესპანეთშია მიგრანტი და ისე მოხდა, რომ დედიკოს მოხუცი გარდაიცვალა, რომელსაც უვლიდა და დარჩა უსამსახუროდ. ისე დაემთხვა, რომ იმ პერიოდში მეც უსამსახუროდ ვიყავი და იმისათვის, რომ ქუჩაში არ დავრჩენილიყავით