კ-პ

ნათია ვაშალომიძე, 31 წლის, ოზურგეთი

10 წლის წინ ვთვლიდი, რომ ყველაფერი  კარგად არის იმიტომ, რომ მამაჩემი იყო ძალიან დემოკრატი და რადგან ჩემს ოჯახში გენდერული პრობლემები არ იყო, ყველგან ასე მეგონა. ყველაზე მტკივნეული დარტყმა იყო, როცა გათხოვებიდან ძალიან მალე მორიდებული კითხვები დაიწყო -  „რამე სიახლე არ გაქვს?“. მე ვიწყებდი მოყოლას სამსახურში

ლელა ხინიკაძე, 48 წლის, ძიმითი/გურია

14 წლის შვილი მყავს და მარტოხელა დედა ვარ. საკმაოდ გვიან, 32 წლის ასაკში გავთხოვდი და 34 წლის ვიყავი, შვილი რომ შემეძინა. ბავშვი ძვლოვანი სტრუქტურის განვითარების პრობლემით დაიბადა და არავის ეგონა ფეხზე თუ გაივლიდა. იმდენად მძიმე იყო, რომ არც მინდა იმ პერიოდის გახსენება. მას ახლაც კი

ნათია აფციაური, 23 წლის, თბილისი

„სტუდენტი ვიყავი როცა გავთხოვდი. მე და ჩემი მეუღლე პატარები ვიყავით და არ ვიჩქარეთ ბავშვის გაჩენა. კი ვგეგმავდით, მაგრამ ისე მოხდა, რომ მაინც მოულოდნელად დავრჩი ორსულად. რთული ორსულობა მქონდა, მაღალი წნევებით. შვიდთვენახევრის ორსულს ძალიან ამიწია წნევებმა, არანაირი წამალი აღარ მიგდებდა.  ექოსკოპიაზე რომ მივედი პრეეკლამპსია აჩვენა, ანუ

ლამარა ბერიანიძე, 62 წლის, ტყიბული

„სპეციალობით მარკშეიდერი, სამთო ინჟინერი ვარ. რაც პოლიტექნიკური ინსტიტუტი დავამთავრე, მას შემდეგ ტყიბულში ვარ. აქ მოვხვდი გადანაწილებით. 1981 წელს, როდესაც ინსტიტუტს ვამთავრებდი, კანონის მიხედვით, მინიმუმ 3 წელი გადანაწილების ადგილას უნდა გემუშავა, დიპლომი რომ აგეღო. მაშინ ტყიბულში, ორჯონიკიძის სახელობის შახტა მუშაობდა, რომელიც ახლა ლიკვიდირებულია. სწორედ მანდ, სამარქშეიდერო განყოფილებაში

ნატალია ბერიძე, 39 წლის, თბილისი

მუსიკის გზაზე „პროფესიით მუსიკოსი ვარ, თუმცა მუსიკალური განათლება არასდროს მიმიღია. მახსენდება სულ რაღაც 2-3 წელი, როცა მუსიკალურ ათწლედში დავდიოდი და ძალიან ვწვალობდი. სამაგისტრო განათლება ჟურნალისტიკასა და საჯარო ადმინისტრირებაში მაქვს მიღებული, თუმცა ამ კუთხით არასდროს მიმუშავია. მუსიკასთან მთელი ცხოვრება მაქვს შეხება, უბრალოდ არაფორმალურად. ყველა მელომანი იყო ოჯახში. მამა,

ლილი სეთურიძე, 70 წლის, გუდაური

88 წელი იყო. ფასანაურში ვცხოვრობდი ქმარ-შვილთან ერთად. საღამო ხანი იყო, ზვავი რომ წამოვიდა და ჩაგვიტანა. მაშინ 40 წლის ვიყავი. ცოცხალ-მკვდარი გამომიყვანეს იქიდან. 4 წლის მომავალი მარჩენალი ვაჟი და ქმარი დამეღუპა. 2 გოგო დამრჩა, პატარა ასაკის. მაშინდელმა მთავრობის წევრებმა რომ დაინახეს ჩემი დაღუპული შვილი, ცრემლები წამოუვიდათ,

ნათელა გრიგალაშვილი, თბილისი

თაგვეთი სოფელში ტყის პირას ვცხოვრობდით. ბავშვებთან დიდად დროს არ ვატარებდი და არ ვთამაშობდი, უფრო ჩემთვის, განცალკევებით ვიყავი. ვცხოვრობდი ფილმებით და წიგნებით, ჩემს სამყაროში ჩაკეტილი. 16 წლისამ დავამთავრე სკოლა, წამოვედი თბილისში და მას მერე უმეტესი ნაწილი ჩემი ცხოვრებისა თბილისში მაქვს გატარებული, თუმცა, მიუხედავად ამისა, შინაგანად ისევ ჩემს

მარინა ბურდული, 34 წლის, ქვეშეთი

„23 წლის ვიყავი. ეს ამბავი ზუსტად 12 წლის წინ, 7 ივნისს მოხდა. ჩემი 1 წლის და 3 წლის გოგონები დედასთან დავტოვე და ქმართან ერთად მაზლის ქორწილში წავედით, მაყარში. მძღოლი ნასვამი იყო. უშუალოდ ავარიის მომენტი არ მახსოვს. ისეთი ძლიერი შეჯახება ყოფილა, რომ მარცხენა ხელი ადგილზე მომწყდა.