რეგიონები

ლია ლიქოკელი, 30 წლის, თბილისი

„პირველად წერა დავიწყე ბავშვობაში. ალბათ ამას წერა არც ერქვა, მაგრამ მაინც, ვწერდი ლექსებს და ამას არ ვმალავდი, არასოდეს დამიმალავს, მომწონდა და მაინტერესებდა, სხვები რომ კითხულობდნენ. სკოლის პერიოდის მერე წერა შევწყვიტე, თუმცა ჩამრჩა, რომ ეს იყო რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, რომლის კეთებაც შემეძლო. მერე ბევრი წელი გავიდა

მიკა ძიძიგური, 43 წლის, თბილისი

„ჩვენი ისტორია ასეთია - როდესაც ლილე დაიბადა, ერთი შვილი უკვე მყავდა და ვიცოდი რა არის გყავდეს შვილი. უბრალოდ, ეს ყველაფერი თავიდან უნდა განმეცადა და ბედნიერება უნდა გამორმაგებოდა, სხვა მოლოდინი არ მქონია. ორსულობის მერვე თვეში გავიგეთ, რომ ბავშვი გულის მანკით იბადებოდა, მაგრამ ექიმის დასკვნის მიხედვით, მის

თამთა ბერიძე, 19 წლის, ბათუმი

„წელს ჩავაბარე საერთაშორისო ურთიერთობებზე და თბილისში წამოვედი სასწავლებლად. ბოლო კლასებში ბათუმში სწავლისას, დავუკავშირდი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორიცაა ბათუმის ახალგაზრდული სახლი, ლიდერთა კლუბი, თავისუფლების ცენტრი და მოხალისედ დავიწყე მუშაობა. ჩემი პროტესტი ყოველთვის უკავშირდებოდა სასკოლო-საგანმანათლებლო სისტემის უუნარობას. სამწუხაროდ, სამოქალაქო განათლების საგანს არ შეუძლია ახალგაზრდებს ბევრი რამ ასწავლოს

მაკა კუპატაძე, 43 წლის, თბილისი

„ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, პოლიციელი ვყოფილიყავი. მაგრად მინდოდა პოლიციელობა. დღემდე ოცნებად მაქვს. სახლში არასოდეს პრობლემა არ მქონია მშობლების მხრიდან ჩემს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. პატარაობისას მამას ეცინებოდა პოლიციელობა რომ მინდოდა, ბებია კვდებოდა სიცილით. დღემდე სინანული მაქვს, რომ პოლიციელი არ გავხდი და არ მივყევი ამ ოცნებას. ძალიან მომწონს

ანგელინა სოზაშვილი, 87 წლის რუსთავის მოხუცებულთა სახლი

„ახალი წელი განსაკუთრებულად მიყვარს მეც და ჩემს გარშემომყოფებს, იმიტომ რომ ახალ წლებზე ბევრი სტუმარი მოდის ჩვენს სახლში. მოდიან სკოლებიდან, საბავშვო ბაღებიდან, მუსიკალური სასწავლებლებიდან და გვიმართავენ კონცერტებს, მოაქვთ საჩუქრები. იცით რა? აი, ღირსება გვემატება, რომ არ ვართ დაკარგულები და დავიწყებულები. თქვენც ხომ მაგიტომ მოხვედით ჩვენთან, რომ

სალომე ჩილაჩავა, 19 წლის, თბილისი

„ვსწავლობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო ფიზიკას სამედიცინო განხრით. ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა და მიყვარდა ტექნიკური საგნები, მათემატიკა და ფიზიკა ყოველთვის „გამომდიოდა“. თუმცა, ისეთი ტიპი ვარ, რამე თუ არ მომწონს არ ვსწალობ და თავიდან, როცა მე-8-ე კლასში ფიზიკის სწავლა დავიწყეთ, ძალიან ცუდი მასწავლებელი შემხვდა და ყველაზე დაბალი

ნანა ჩქარეული, 39 წლის, ახალგორი/წეროვანი

„ძალიან ჩვეულებრივად ვცხოვრობდი და ძალიან ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, არაფრით ვიყავი აქტიური და გამორჩეული. მაგრამ სტუდენტობის შემდეგ, როცა ახალგორში დავბრუნდი და დავინახე, რომ ძალიან ერთფეროვანი იყო ცხოვრება, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, მაშინ გამიჩნდა სურვილი, რომ რაღაცა ორგანიზაცია გამეკეთებინა ან ორგანიზება გამეკეთებინა ახალგაზრდებისთვის, რომ რაიმე სახის აქტივობები განგვეხორციელებინა ადგილზე.